მთავარი საქართველოლეგიონერები ვაკო ყაზაიშვილმა ამერიკაში ისევ გაიტანა

ვაკო ყაზაიშვილმა ამერიკაში ისევ გაიტანა

ავტორი კახა მიხანაშვილი
40 ნახვა

ამერიკის საფეხბურთო ჩემპიონატ MLS-ში  ქართველმა ფეხბურთელმა ვაკო ყაზაიშვილმა მორიგი გოლი გაიტანა.

ყაზაიშვილმა ამჯერად ,,კოლორადო რაპიდსის” კარი დალაშქრა.  ქართველმა გოლი 62-ე წუთზე გაიტანა და წონასწორობა აღადგინა. ეს ამ სეზონში ყაზაიშვილის მე-8 გოლია.

ვაკო კარგი თამაშის მიუხედავად, მისი გუნდი ,,სან ხოსე” გასვლით მატჩში 1-2 დამარცხდა.

აღნიშნული შეხვედრა ვაკო ყაზაიშვილმა სრულად ჩაატარა. გუნდის მეორე ქართველი ფეხბურთელი გურამ.კაშია ,,სან ხოსეს” რიგებში ასევე თავიდან ბოლომდე გაისარჯა.

ამ მარცხის შემდეგ ქარყველების კლუბს 38 ქულა დარჩა და ,,მინესოტა ოუნაიტედთან” ერთად სატურნირო ცხრილში მე-3 – მე-4 ადგილებს ინაწილებს.

მათიას ალმეიდას შეგირდები 25-ე ტურის შეხვედრას გასვლაზე “სპორტის კანზას სიტისთან” ჩაატარებენ. ორთაბრძოლა 18 აგვისტოს, არის დანიშნული.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი