მთავარი მთავარი საქართველოს ნაკრებმა ანდორა გაანადგურა და ჯგუფში პირველობა ფაქტობრივად გაინაღდა

საქართველოს ნაკრებმა ანდორა გაანადგურა და ჯგუფში პირველობა ფაქტობრივად გაინაღდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
84 ნახვა

უეფას ერთა ლიგაზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრები წარმატებულ გამოსვას აგრძელებს.

D ლიგაში ქართველებმა მესამე ტურის შეხვედრა თბილისში “დინამო არენაზე” ჩაატარეს და ისევ გამარჯვება მოიპოვეს.

საქართველოს ნაკრებმა ამჯერად ანდორა გაანადგურა. ქართველებმა მეტოქეს 3 უპასუხო გოლი გაიტანა.

მატჩში დუბლი”სან ხოსეს” ნახევარმმცველმა ვაკო ყაზაიშვილმა შეასრულა. მან საქართველოს ნაკრები 33-ე წუთზე დააწინაურა.
ვაკომ მეორე გოლი კი 84-ე წუთზე გაიტანა. ნიკა კვეკვესკირის პასით ერთ-ერთზე მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ყაზაიშვილმა ბურთი მოწინააღდეგის კარში ოსტატურად შეაგდო.
მსაჯის მიერ კონპენსირებულ დროში მესამე გოლი გუნდის კაპიტანმა ჯაბა კანკავამ გაიტანა. ჯაბამ ოთარ კაკაბაძის ჩაწოდების შემდეგ თავური დარტყმით იხეირა.

საბოლოოდ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ანდორას 3-0 მოუგო და 9 ქულით ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია.
მეტიც ქართველები სხვა გუნდებს 7 ქულით უსწრებენ. ეს მას შემდეგ, რაც ჯგუფის მეორე შეხვედრაში ლატვიამ და ყაზახეთმა ქულები გაიყვეს.

ერთა ლიგა

D ლიგა

1 ჯგუფი

თბილისი “დინამო არენა”

საქართველო 3:0 ანდორა
33′ 84′ ყაზაიშვილი (1-0, 2-0), 90+4′ კანკავა (3-0)
გაძევება: 90+2′ ვიეირა – ანდორა

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, კვერკველია, ნავალოსვკი, კანკავა (კაპ), კვეკვესკირი, კიტეიშვილი (68′ ანანიძე), ყაზაიშვილი, ჩაკვეტაძე (90′ ჭანტურიშვილი) კაჭარავა (81′ გვილია)
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

ანდორა: გომესი, ხესუს რუბიო (88′ ხორდი რუბიო), ლოვერა (45+1 გარსია), მ. ლიმა, სან ნიკოლასი, როდრიგესი, რებესი (78′ პუიოლი), ვალესი, კერლოსი, ვიეირა, მარტინეს ელეხო

ლატვია 1:1 ყაზახეთი
16′ ჟაინუდტინოვი (0-1), 40′ კარასაუსკასი (1-1)

1. საქართველო 3 3 0 0 6:0 9
2. ლატვია 3 0 2 1 1:2 2
3. ყაზახეთი 3 0 2 1 1:2 2 2:4 2
4. ანდორა 3 0 2 1 1:2 2 1:4 2

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი