კანადის ქალაქ მონრეალში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირი ესპანელი რაფაელ ნადალის გამარჯვებით დასრულდა.
ტურნირზე პირველ ნომრად განთესილმა ნადალმა სტატუსი გაამართა და ყველა მოწინააღმდეგე დაამარცხა.
ფინალში ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ჩოგბურთელმა რუსი დანილ ნედვედევის ოცნებები დაამასხვრია.
ესპანელს გადამწყვეტ ბრძოლაში გამარჯვების მოსაპოვებლად სულ ეაღაც 1 საათი 11 წუთი დასჭირდა.
ნადალმა მედვედევს იოლად 2-სეტში 6-3, 6-0 სძლია.
რაფაელ ნადალმა ფინალამდე საჩემპიონო გზიდან დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი დანიელ ევანსი, არგენტინელი დიეგო პელა და იტალიელი ფაბიო ფონინი ჩამოიცილა.
ATP-ს რეიტინგის მეორე ჩოგანმა მონრეალის მასტერსი ისტორიაში მეხუთედ მოიგო. ნადალმა ჩემპიონის ტიტული წელს ზედიზედ მეორედ დაისაკუთრა.