მთავარი საქართველოლეგიონერები გიორგი ლორია დაშავდა

გიორგი ლორია დაშავდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
56 ნახვა

საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია “ანორთოსისის” ერთ-ერთ ვარჯიშზე დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას კვიპროსული მედია ავრცელებს.

ლორიას სამედიცინო შემოწმება უკვე ჩაუტარდა. ექიმების განცხადებით ქართველ მეკარეს სრულად გამოჯანმრთელებისთვის დაახლოვებით 15-20 დღე სჭირდება.

გიორგი ლორია კვიპროსის ჩემპიონატის პირველ მატჩს გამოტოვებს. თემურ ქეცბაიას შეგირდებს სასტარტო მატჩის გამართვა 24 აგვისტოს ლიმასოლის “აელის” წინააღმდეგ მოუწევს.

კვიპროსულ პრესაში ინფორმაცია “ანორთოსისის” კიდევ ერთ ქართველ ფეხბურთელზე გავრცელდა.

დიდი ალბათობით, ნიკა კაჭარავა გუნდს დატოვებს. ფამაგუსტელთა ფორვარდი კლუბში ყველაზე მაღალანაზღაურებას იღებს და კლუბს მისი გაყიდვა ხელს აძლევს. ისიც ფაქტია, რომ კაჭარავა ფორმაში ვერ შევიდა.
სავარაუდოდ, ნიკა კაჭარავა “ანორთოსისს” მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვებს. მის სანაცვლოდ კი ქეცბაია სხვა მოთამაშეს დაიმატებს და ამ გარიგებით გუნდი ფინანსურ მოგებასაც ნახავს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი