მთავარი მთავარი გავიხსენოთ გენიალური ქართული ფილმი ,,ფეოლა”

გავიხსენოთ გენიალური ქართული ფილმი ,,ფეოლა”

ავტორი კახა მიხანაშვილი
80 ნახვა

საქართველოში სპორტულ თემაზე არაერთი შესანიშნავი და მაყურებლისთვის დაუვიწყარი ფილმი შექმნილა. მათ შორის მოწინავეთა შორის საპატიო ადგილს ბაადურ წულაძის 1970 წელს გადაღებული სურათი ,,ფეოლა” წარმოადგენს.

დღემდე უკვდავია ფილმის რამდენიმე ფრაზა, რომელიც ამ კინოსურათს გაგვახსენებს.

,,ხვედელიძე გოლი მინდა გოლი, 2 გოლი!”, ,,ხვედელიძე დაცვას მიხედე ბიჭო დაცვას”, ,,გაუკეთე ასეთ კაცს სიკეთე’, ,,რამდენი უნდა შევაგროვო ის უპატრონოები”, ,,დიდებული წესია წააგე წადი, დაისვენე სახლში”, ,,- შევერკინოთ ფეოლა?, – ვაი შენს პატრონს!”, ,,- მოვიგეთ ფეოლა, – გაგიჭირდებოდათ”, ,,ახლა გეტირება ყოფის დღე, ხვედელიძე, ვნახავ, ვინაა ფეოლა” და სხვა.

ფილმის უკვდავება იმანაც განაპირობა, რომ მთავარ როლს ყველა დროის ერთ-ერთი გამორჩეული მსახიობი ქართული კინოსა და თეატრის სუპერვარსკვლავი იპოლიტე ხვიჩია ასრულებს.
როლებში კი გამოჩენილი მსახიობები ვასილ ჩხაიძე და ჯემალ ღაღანიძე არიან დასაქმებული.
ფილმში გიორგი ხვედელიძის როლს არაპროფესიონალი მსახიობი გაბრიელ (გიგლა) ცინცაძე ანსახიებს. იგი ბათუმში, მანთაშოვის ბაღში, თანატოლებთან ერთად  გადამღები ჯგუფის ერთ-ერთ წევრს ფეხბურთის თამაშის დროს შეუნიშნავს.  მერე მშობლებისთვის უთხოვიათ, რომ ბავშვი სინჯებზე თბილისში ჩამოეყვანათ.

იპოლიტეს შვილის როლს თბილისელი ქურთის ბიჭი შამილოვი ასრულებდა, იგი  პურის მოედანზე ცხოვრობდა. ფილმის გადამღები ჯგუფი ყოველ დილით მანქანას უგზავნიდა, რომ გადაღებ მიედანზე მოეყვანათ.

კომედიური ფილმის სცენარის ავტორები რეზო გაბრიაძე და გოგი ჩარკვიანი არიან.

კინოს სცენარი კი ასეთია 1966 წელს საბჭოთა კავშირის ნაკრებმა ინგლისში გამართულ მსოფლიოს პირველობაზე მე-4 ადგილი დაიკავა. ამის გამო ფეხბურთის კიდევ უფრო პოპულარიზაციის მიზნითვის ყველა სახლმართველობებში საბავშვო საფეხბურთო გუნდები იქმნება.

ერთ-ერთი ასეთი გუნდის შექმნას ბონდო დოლაბერიძესაც დაავალებენ, რომელსაც ფეხბურთი მანდამაინც გულზე არ ეხატება და საკუთარი გუნდის წაგებას ცდილობს. შემთხვევით შეგროვებული ფეხბურთელები, რომლებმაც დოლაბერიძეს ცნობილი ბრაზილიელი მწვრთნელი ფეოლას სახელი დაარქვეს, თამაშ-თამაშზე იგებენ და ბოლოს ხელს ჩემპიონობასაც გამოჰკრავენ.
ამის შემდეგ ბონდო დოლაბერიძის ფეხბურთისადმი დამოკიდებულება იცვლება და იგი ამ სპორტის მოყვარული ხდება. მისი შექმნილი გუნდი ,,უქიმერიონი” კი უკრაინაში ადგილობრივ “ლოკატორს” ამარცხებს და პარიზში მიემგზავრება, სადაც ,,ფეოლას” მაგივრად გუნდს უფრო გამოცდილი მწვრთნელი მიჰყვება.

დოლაბერიძე პარიზში გამგზავრებამდე თავის შეგირდებს რჩევა დარიგებებს აძლევს.
,, საჭმელი დანა-ჩანგლებით მიირთვით. თამაშისას თუ ვინიცობაა, რომელიმე მოთამაშე მოედანზე დაეცეს, წამოაყენეთ, ბპდიში მოუხადეთ და საქართველოში დაპატიჟეთ.”

ეს არის ფილმი, რომელიც იპოლიტე ხვიჩია შესანიშნავი ნიჭის წყალობით რამდენჯერაც არ უნდა ნახო არ მოგწყინდება და შესანიშნავ განწყობაზე დაგაყენებთ.

იხილეთ კიდევ ერთხელ ეს შესანიშნავი ფილმი.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი