მთავარი მთავარი ტოკიო 2019 | ამბები განთესვის შესახებ

ტოკიო 2019 | ამბები განთესვის შესახებ

332 ნახვა

ბოლოჯერ განახლდა ძიუდოისტთა რეიტინგები 25-31 აგვისტოს ქალაქ ტოკიოში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის და საბოლოოდ დადგინდა ის მონაცემები, რომელთა მიხედვითაც მოხდება მათი განთესვა. და რახან უკვე ყველაფერი დაზუსტებულია ჩვენც ჩვენის მხრივ შეგვიძლია ვნახოთ თუ ვინები იქნებიან ჩვენი ფალავნების პოტენციური მეტოქეები.

თუმცა სანამ ამას მიმოვიხილავთ, მანამდე განთენსვის პრინციპზე გამოგახსენებთ ორიოდ სიტყვას:

განთესვა კონკრეტულ ტურნირზე მხოლოდ წონის პირველ 8 კაცს ეხება. მათგან რეიტინგის პირველი ნომერი მეოთხედფინალში მერვე ნომერს ხვდება ნახევარფინალში კი მეოთხესა და მეხუთეს შორის გამარჯვებულს. თავის მხრივ რეიტინგის მეორე ნომერი ჯერ მეშვიდეს, მერე კი მესამესა და მეექვსეს შორის გამარჯვებულს.

ახლა კი საკითხს მივუბრუნდეთ და 60 კილოგრამით დავიწყოთ:

ამირან პაპინაშვილი ტოკიოში მესამე ნომრად იქნება განთესილი და მეოთხედფინალში გზები მონღოლ ამატურვშინ დაშდავასთან ეკვეთება, ხოლო ნახევარფინალში მასპინძელ ნაოჰისა ტაკატოსა და უზბეკ შარაფუდინ ლუფტფილაევის წყვილში გამარჯვებულთან.

საუკეთესო რვეულში ვერ მოხვდა ამ წონაში ჩვენი მეორე ფალავანი ლუხუმ ჩხვიმიანი. ის ბადის მეორე მხარეს მოხვდება და იქ თავს მასთან ერთთად რობერტ მშვიდობაძე რუსეთიდან რიუჯუ ნაგაიამა იაპონიიდან, იელდოს სმეტოვი ყახაზეთიდან და ფრანცისკო გარიგოსი ესპანეთიდან მოიყრიან თავს. ლუხუმის მხარეს ასევე მოხვდება ოლიმპიური და მსოფლიოს პრიზიორი დიორბეკ უროზბოევიც.

60-ის მსგავსად ასევე ორი ფალავნით წარსდგენით 66 კილოშიც და ასევე 60-ის მაგსავსად აქაც ერთი განთესვაში მოხვდა და მეორე ვერა.  ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს პრიზიორი ვაჟა მარგველაშვილი რეიტინგის პირველი კაცია და ბადეც საკმაოდ ხელსაყრელი შეხვდა. მისი პოტენციური მეტოქეები მეოთხედფინალში ბრაზილიელი დანიელ კარგნინი, ხოლო ნახევარფინალში ებრაელი ბარუხ შმაილოვისა და მოლდოველი დენის ვიერუს წყვილში უმჯობესი იქნება.

ამის საპირწონედ ურთულესი გამოცდის ჩაბარება მოუწევს ბაგრატ ნინიაშვილს. ბოლო ორი მსოფლიო პირველობის გამარჯვებული ჰიფუმი აბე და ამ აბეს მიჯრით ორჯერ დამმარცხებელი ჯოშირო მარუიამა სწორედ ბაგრატის ბხარეს მოიყრიან თავს. ასევე ბადის ამ მხარეს განმწესდებიან ტალ ფლიკერი და იერლან სერიკჟანოვი.

ფინალამდე ლაშა შავდათუაშვილი აცდენილია აზერბიაჯანელთა დუეტს – რუსტამ ორუჯოვსა და ჰიდაიატ ჰეიდაროვს. მაგრამ ამის მიხედავად გზა ფინალამდე მაინც როდი იქნება იოლი. თან არ უნდა დაგვავვიწყდეს, რომ ამ წონაში ოქროს უმთავრესი მაძიებელი, ოლიმპიური და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი შოჰეი ონო განუთესავია და ნებისმიერთან შეიძლება გადაეკვეთოს გზები ნებისმიერ ეტაპზე. მეოთხედფინალში ლაშას მეტოქე მონღოლი ოდბაიარ განბაატარი იქნება, ხოლო ნახევარფინალში შვედ ტომი მაციასსა და კანადელ არტურ მარგელიდონს შორის უძლიერესი, ოღონდ თუკი მანამდე რომელიმეს არ დაუცდა ფეხი, რაღა თქმა უნდა.

ტურნირს რეიტინგის 29-ე ნომრის ამპლუაში ხვდება ლუკა მაისურაძე, ამიტომ მისი პოტენციური მეტოქეების განსაზღვრა ოფიციალურ წილისყამდე შეუძლებელია. შოჰეო ონოსი არ იყოს ლუკასაც ნებისმიერთან შეიძლება მოუწიოს დაჭიდება ნებისმიერ ეტაპზე.

90 კილოში ტოკიოს ტატამზე საქართველოს ღირსებას ბექა ღვინიაშვილი დაიცავს. ამ წონის ესპანელების ქართველი მოქმედი ჩემპიონი ნიკოლოზ შერაზადიშვილი და ჩვენი ფალავანი ფინალამდე აცდენილები არიან ერთმანეთს, მაგრამ სამაგიეროდ ჩვენებურის მხარეს მოხვდა კუბელების მსოფლიოს ვიცეჩემპიონი ივან ფელიპე სილვა მორალესი, ვისთანაც რევანში აქვს ასაღები ბუდაპეშტის გრან-პრიზე განცდილი მარცხისთვის.

და თუ სილვა მორალესის ბარიერის დაძლევს, ნახევარფინალში ტოტი-კუკილის წყვილში გამარჯვებულზე გავა.

მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალებს ვარლამ ლიპარტელიანმა სამჯერ უწია, თუმცა სამივეჯერ ხელი მოეცარა. აქედან მიჯრით ორჯერ შარშან და შარშანწინ. ვნახოთ შეძლებს თუ არა კაპიტანი ნავსი ძიუდოს სამშობლოში გატეხოს. მეოთხედფინალში “ლიპოს” პორტუგალიელ ფონსეკასთან მოუწევს დაჭიდება, ნახევარფინალში კი ჰოლანდიელ კორელსა და მონღოლ ლხაგვასურენს შორის უმჯობესთან.

გურამ თუშიშვილმა შარშან, 4 წლიანი პაუზის შემდეგ, ისევ ააჟღერა ქართული ჰიმნი პლანეტის პირველოვაზე და ახლა ტიტული აქვს დასაცავი. თან საქმე მარტო ტიტულის დაცვაში არაა… შანსი აქვს ისტორიაში შევიდეს და თუკი ტოკიოშიც იპირველებს ისტორიაში პირველი ქართველი ძიუდოისტი გახდება ვისაც მსოფლიო ჩემპიონატი მიჯრით ორჯერ ექნება მოგებული.

ამის შანსი კი ჩინებული აქვს.

ძნელი წარმოსადგენია კორეელმა სუნგმინ კიმმა და ან ჰარასავა-სილვას წყვილში მოგებულმა ოპტიმალურ ფორმაში მყოფ თუშიშვილს ისტორიის დაწერაში შეუშალონ ხელი.

რაც შეეხება გოგონათა ფლანს, აქ ჩვენი ერთადერთ წარმორმადგენელი ტატიანა ლევიცკა-შუკვანი განუთესავია და როგორც ზევით მოგახსენეთ შეუძლებელია პოტენციური მეტოქეების განსაზღვრა ოფიციალურ წილისყრამდე.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი