მთავარი მსოფლიოევროპის ჩემპიონატი თბილისურ ევროპირველობაზე საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები საბერძნეთთან განადგურდა და ფლეი-ოფში გერმანიას დაუპირისპირდება

თბილისურ ევროპირველობაზე საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები საბერძნეთთან განადგურდა და ფლეი-ოფში გერმანიას დაუპირისპირდება

ავტორი კახა მიხანაშვილი
101 ნახვა

საქართველოს დედაქალაქ თბილისში მიმდინარე 17-წლამდელთა წყალბურთის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში საბერძნეთთან დიდი ანგარიშით 7:18 წააგო.

ფავორიტად შერაცხულმა ბერძნებმა ოთხივე პერიოდი მაღალ დონეზე ჩაატარეს და მასპინძლებს წარმატების არანაირი შანსი არ დაუტოვეს.

საქართველოს ნაკრებიდან  ჰეთთრიკი ვალიკო დადვანმა  და  დაჩი თევდორაშვილმა შეასრულეს.  ერთი ბურთი ლუკა გიორგაძემ გაიტანა.

საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში ერთი შეხვედრა მოიგო და ორი დათმო.  მასპინძლებმა 3 ქულა მოაგროვეს და ფლეი-ოფში გავიდნენ. იქ კი მათი მოწინააღმდეგე გერმანიის ნაკრები იქნება.

საქართველო და გერმანია ერთმანეთს 1/4 ფინალის საგზურის მოსაპოვებლად დაუპირისპირდებიან. მათში საუკეთესოს კი იტალიის ნაკრებთან მოუწევს ბრძოლა.

ტურნირის რეგლამენტის თანახმად ჯგუფში პირველ ადგილებზე გასულმა გუნდებმა იტალიამ,  საბერძნეთმა, უნგრეთმა და ესპანეთმა 1/4 ფინალში თამაშის უფლება ავტომატურად მოიპივეს.  ბოლო ადგილოსნები კი 13-16 ადგილებს გაითამაშებენ.   დანარჩენი ნაკრებები 1/8 ფინალში გავიდნენ და წარმატების შემთხვევაში კონტინენტის პირველობაზე ჩემპიონობისთვის ბრძოლას გააგრძელებენ.

A ჯგუფი
იტალია 16:9 თურქეთი
რუსეთი :  მალტა

  1. იტალია 3 – 9
  2. რუსეთი 2 – 3
  3.  მალტა 2 – 3
  4. თურქეთი 2 – 0

B ჯგუფი
საქართველო 7:18 საბერძნეთი
მონტენეგრო 16:6  რუმინეთი

  1.  საბერძნეთი 3 – 9
  2.  მონტენეგრო 3 – 6
  3.  საქართველო 3 – 3
  4. რუმინეთი 3 – 0

C ჯგუფი
უნგრეთი 11:7 ჰოლანდია
სერბეთი 14:4 სლოვაკეთი

  1. უნგრეთი 3 – 9
  2. სერბეთი 3 – 6
  3. ჰოლანდია 3 – 3
  4. სლოვაკეთი 3 – 0

D ჯგუფი
ესპანეთი 11:11 საფრანგეთი
გერმანია 7:5 ხორვატია

  1. ესპანეთი 3 – 7
  2. გერმანია 3 – 6
  3. ხორვატია 3 – 3
  4.  საფრანგეთი 3 – 1

13-16 ადგილებისთვის
თურქეთი : სლოვაკეთი
რუმინეთი : საფრანგეთი

1/8 ფინალი
A2 : ჰოლანდია
სერბეთი: A3
მონტენეგრო : ხორვატია
გერმანია : საქართველო

საქართველოსა და გერმანიის მატჩი 14 აგვისტოს, გაიმართება.

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი