მთავარი მთავარი უეფამ განაჩენი ძალაში დატოვა – “დინამო” “ფეიენოორდის” მატჩი მაყურებლების გარეშე ჩაივლის

უეფამ განაჩენი ძალაში დატოვა – “დინამო” “ფეიენოორდის” მატჩი მაყურებლების გარეშე ჩაივლის

ავტორი კახა მიხანაშვილი
34 ნახვა

სამწუხაროდ,  უეფამ გადაწყვეტილების შეჩერების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და როტერდამის ,,ფეიენორდთან”მოახლოებული მატჩი ,,დინამო არენაზე”  გულშემატკივრის გარეშე ჩაივლის. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავცელებს.

ევროპის ფეხბურთის მმართველმა ორგანიაზაცია უეფამ, თბილისის “დინამო” “გაბალასთან” მატჩზე ფანკლუბის მიერ გამოტანილი ბანერი გამო დასაჯა, რომელშიც ფაშისტური სიმბოლიკა ამოიკითხა.

თბილისის “დინამოს” ფანები ფაშისტურ სიმბოლიკის გამოყენებას უარყოფენ და აღნიშნავენ, რომ ბანერზე ასახული სურათი და დაწერილი რიცხვი 88 აღნიშნავს იმ წელს, როდესაც ,,დინამოს” ფანების პირველი ორგანიზებული გასვლა შედგა. ტრიბუნაზე კი დგას ფანი, რომელიც იმ გასვლაზე იმყოფებოდა.

ასეა თუ ისე უეფამ პირველად გამოტანილი ვერდიქტი ძალაში დატოვა.   “დინამოს” გარდა იმისა, რომ “ფეიენოორდთან” მატჩს ცარიელ ტრიბუნების წინაშე ჩაატარებს, ასევე 50 000 ევროს გადახდა მოუწევს.

PS:  ფაქტია, რომ უეფამ სიჯიუტე გამოიჩინა და პირველადი არაობიექტური გადაწყვეტილება არგუმენტების გარეშე ძალაში დატოვა.  რაც ამ ორგანიზაციის პრესტიჟზე ძალიან უარყოფითად მოქმედებს.

“დინამოს” ფანებს აღნიშნული ბანერი სხვადასხვა მატჩებზე არაერხელ გამოუტანიათ, თუმცა მაშინ ევროპული ფეხბურთის ,,მამებს” ამაზე რეაქცია არ ჰქონიათ.  თან მათ დელეგატებს მატჩის მიმდინარეობისას ბანერის შინაარსი  არ გაუპროტესტებიათ და მატჩის ოქმშიც დარღვევა არ ჩაუწერიათ.

ცხადია, “დინამო” დაკისრებულ 50 000 ევროსაც გადაიხდის და ჩვენც გულშემატკივრები “ფეიენოორდის” ცოცხლად თამაშის ნახვის სურვილსაც, როგორმე დავიოკებთ უბრალოდ უეფას გადაწყვეტილება უსამართლოა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი