მთავარი მთავარი “საბურთალო” “არარატ არმენიასთან” წარმატების შემთხვევაში “დუდელანჟს” დაუპირისპირდება

“საბურთალო” “არარატ არმენიასთან” წარმატების შემთხვევაში “დუდელანჟს” დაუპირისპირდება

ავტორი კახა მიხანაშვილი
49 ნახვა

უეფას ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში ლუქსემბურგის კლუბმა “დუდელანჟმა”  ესტონეთში ადგილობრივი “კალიუ” 1-0 დაამარცხა და ფლეი-ოფის საგზური მოიპოვა.

ამ გუნდების დაპირისპირებაში ბენელუქსელებმა ჯამში 4-1 მოიგეს.

“დუდელანჟს” ბრძოლა ფლეი-ოფში ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ზედიზედ მეორედ გასასვლელად თბილისის “საბურთალოსა” და სომხურ “არარატ არმენიას” წყვილში საუკეთესოსთან მოუწევს.

“საბურთალომ” ერევანში “არარატ არმენიას” 2-1 სძლია და ლუქსემბურგულ კლუბთან შეხვედრის კარგი შანსი გააჩნია.

თბილისელები სომხურ კლუბს ხვალ, “მიხეილ მესხის” სტადიონზე შეერკინებიან. მატჩი სტარტს 20:00 საათზე აიღებს. ბილეთის ფასი კი სიმბოლური 1 ლარი იქნება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი