მთავარი მთავარი ხუან მარტინ დელ პოტრო ამერიკის ღია პირველობაზე ვერ იასპარეზებს

ხუან მარტინ დელ პოტრო ამერიკის ღია პირველობაზე ვერ იასპარეზებს

ავტორი კახა მიხანაშვილი
12 ნახვა

ATP-ს რეიტინგის მე-12 ჩოგანი არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო ტრავმის გამო ამერიკის ღია პირველობას გამოტოვებს.  ამის შესახებ ინფორმაციას ტურნირის პრესსამსახური  ავრცელებს.

სამხრეთ ამერიკელს მუხლი აქვს დაზიანებული.  თავდაპირველად, მედიკოსები ჩოგბურთელის სრულად გამოჯანმრთელებას აგვისტოს თვის დასაწყისში პროგნოზირებდნენ, თუმცა დელ პოტროს ტრავმა გაუმიზეზდა.

,,დიდი მუზარადის” ტურნირზე ვერ გამოსვლის გამო ხუან მარტინ დელ პოტრო 1200 სარეიტინგო ქულას დაკარგავს და სავარაუდოდ, რეიტინგში კიდევ უფრო დაქვეითდება.

დელ პოტრო ამერიკის ღია პირველობის ძირითად  ბადეში უნდა ყოფილიყო.  იქ კი ახლა  არგენტინელის ადგილს უკრაინელი დენის კუდლა დაიკავებს.

ხუან მარტინ დელ პოტრომ გასულ წელს ამერიკის ღია პირველობის ფინალში სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩთან წააგო.

,,დიდი მუზარადის”  ამერიკული ტურნირი სტარტს 26 აგვისტოს, აიღებს და 8 სექტემბრამდე გასტანს.

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი