მთავარი ჭიდაობათავისუფალი თავისუფლების მწირი მონაგარი

თავისუფლების მწირი მონაგარი

31 ნახვა

სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მიმდინარე ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატი ჩვენმა თავისუფალ სტილში მოჭიდავეთა ნაკრებმა ერთი მედლის ამარა ჩაამთავრა.

კვარცხლბეკზე მხოლოდ 79 კილოში მოასპარეზე ბაგრატ გაგნიძე ავიდა.

ქუთაისელმა ფალავანმა ფინალამდე დამაჯერებლად იარა. ებრაელ მაქს კარპეროვიჩსა და ალჟირელ ფატეფ ბენფერჯალას მან ჯამში 17 უპასუხო ქულ აართვა, შემდეგ ნახევარფინალში 2:1 მოუგო უნგრელ მილან მესტერს, თუმცა გადამწყვეტ შეხვედრაში ვერას გახდა რუსების ევროპის ჩემპიონ ამკად ტაშუკაჯიევთან და ვერცხლს დასჯერდა.

თითო გამარჯვება დააკლდათ ბრინჯაოს მედლამდე  გოდერძი ძებისაშვილს, მირიან მაისურაძესა და ვასილ ხვისტანს. სამთავე ჩვენებუმა ასპარეზობა მეხუთე ადგილზე დაასრულა. ბრინჯაოს მოპოვების შანსი ასევე ჰქონდა გიორგი გეგელაშვილსაც, თუმცა მას მედალზე გადასასვლელ შეხვედრაში ინდოელმა ვიჯა პატილმა სძლია.

ხვალიდან 18 რიცხვის ჩათვლით ტალინში ჩემპიონ-პრიზიორებს უკვე ბერძენლ-რომაელები გამოავლენენ.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი