მთავარი მთავარი გიორგი დოკვაძე, შოთა მიშველაძე და გოგა ჩხეიძე ძალოსნობაში საქართველოს ჩემპიონები გახდნენ

გიორგი დოკვაძე, შოთა მიშველაძე და გოგა ჩხეიძე ძალოსნობაში საქართველოს ჩემპიონები გახდნენ

ავტორი კახა მიხანაშვილი
22 ნახვა

საქართველოს დედაქალაქ თბილისის დიღომში მდებარე ვაჟა კაჭარავას სახელობის ფრენბურთის დარბაზში სტარტი ძალოსნობის საქართველოს ჩემპიონატმა აიღო.

შეჯიბრების პირველ დღეს, მედლები 55, 61 და 67 წონით კატეგორიებში გათამაშდა.

ყველაზე დაბალ წონაში საქართველოს ჩემპიონის წოდება საჩხერელმა გიორგი დოკვაძემ მოიპოვა.
მან ატაცში 105 კილოგრამი დააფიქსირა, ხოლო აკვრაში 127 კილოგრამს უწია.

ჯამში დოკვაძემ 232 კილოგრამი დააგროვა, რაც ამ წონაში საუკეთესო შედეგი გამოდგა.
იმერელ ძალოსანს ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალოსანი აჭარელი ძალოსნები ბაჩუკი შამილიშვილი და ზაზა ფუტკარაძე გვარიანად ჩამორჩნენ. მათ ჯამში ორივე მოძრაობაში 186 და 185 კილოგრამი მიითვალეს.

61-ე კილოგრამ წონით კატეგორიაში ქვეყნის პირველობისთვის ბრძოლა დაძაბულად მიმდინარეობდა. აქ საქართველოს სამი რეკორდი დამყარდა.
ქუთაისელმა შოთა მიშველაძემ ატაცსა და აკვრაში საქართველოს რეკორდები თითო-თითო კილოგრამით გააუმჯობესა. ორჭიდის ჯამში კი სარეკორდო ზღავრს მთელი 2 კილოგრამით გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ წინა რეკორდიც შოთა მიშველაძეს ეკუთნოდა.
ამ წონაში ვერცხლის მედალი საჩხერელმა გოდერძი ბერდელიძემ აიღო. ბრინჯაოს მედალი კი რამინ შამილიშვილმა ირგუნა.

67 კილოგრამში წარმატებას ზუგდიდელმა გოგა ჩხეიძემ მიაღწია. მან ორჭიდის ჯამში 300 კილოგრამი დასძლია.. მეგრელმა ძალოსანმა უკან ვერცხლის მედალოსანი  ქუთაისელი გურამ გიორბელიძე და აჭარელი ჯემალ შავაძე დიდი უპირატესობით ჩამოიტოვა.

ჩემპიონ-პრიზიორები  გახდნენ:
55 კგ
1. გიორგი დოკვაძე (საჩხერე) 105. 127. 232.
2. ბაჩუკი შამილიშვილი (აჭარა) 81. 105. 186.
3. ზაზა ფუტკარაძე (აჭარა) 87. 98. 185.

61 კგ
1. შოთა მიშველაძე (ქუთაისი) 136. 159. 295.
2. გოდერძი ბერდელაძე (საჩხერე) 131. 148. 279.
3. რამინ შამილიშვილი (აჭარა) 120. 147. 267.

67 კგ
1. გოგა ჩხეიძე (ზუგდიდი) 137. 163. 300
2. გურამ გიორბელიძე (ქუთაისი) 119. 143. 262
3. ჯემალ შავაძე (აჭარა) 94. 116. 210

საქართველოს ჩემპიონატი 16 და 17 აგვისტოს გაგრძელდება.

ტურნირზე გამოსვლები 11:30 საათიდან დაიწყება.  საქართველოს პირცელობაზე დასწრება თავისუფალია.

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი