მთავარი მთავარი ლატვიაში საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის 1/2 ფინალის საგზურის განაღდებას შეეცდება

ლატვიაში საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის 1/2 ფინალის საგზურის განაღდებას შეეცდება

ავტორი კახა მიხანაშვილი
400 ნახვა

დღეს, საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების ლატვიის დედაქალაქ რიგასი ერთა ლიგის მე-4 ტურის შეხვედრას ჩაატარებს.

D ლიგის პირველ ჯგუფში განვლილი 3 ტურის შემდეგ საქართველო ქულათა მაქსიმუმით ლიდერობს. ჩვენმა ნაკრებმა ტურნირზე სამივე შეხვედრა მოიგო და 9 ქულით ჯგუფის სათავეშია.

ლატვიის ნაკრები კი 2 ქულით სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილს იკავებს.

რიგაში გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯგუფში პირველ ადგილს ოფიციალურად დაიბევებს.

ბალტიისპირელებთან მატჩში საქართველოს ნაკრებს “კრასნოდარის” შემტევი ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი ტრავმის გამო დააკლდება.

ლატვიისა და საქართველოს ნაკრებები ისტორიაში ერთმანეთს 9-ჯერ შეხვდნენ.  აქედან 4 მატჩი საქართველოს გამარჯვებით დასრულდა.   3 შეხვედრაში წარმატებას ბალტიისპირელებმა მიაღწიეს.  ორი მატჩში ფრე დაფიქსირდა.

 

ამხანაგური მატჩები

1994: ლატვია 1:3 საქართველო
1998: ლატვია 1:2 საქართველო
2008: საქართველო 1:3 ლატვია
2017:  საქართველო 5:0 ლატვია

ოფიციალური მატჩები

ევრო 2000-ის კვალიფიკაცია
1998: ლატვია 1:0 საქართველო
1999: საქართველო 2:2 ლატვია

ევრო 2012-ის კვალიფიკაცია
2010: ლატვია 1:1 საქართველო
2011: საქართველო 0:1 ლატვია

ერთა ლიგა
2018: საქართველო 1:0 ლატვია

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ლატვიაში 23-კაციანი შემადგენლობა წაიყვანა. სლოვაკის სპეციალისტის რჩეულთა სია ასეთია:

მეკარეები: გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, მინსკი, ბელარუსი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი) გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (სპარტაკ-ტრნავა, სლოვაკეთი)

თავდამსხმელი:  ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი)

ბალტიისპირელთა ფინელ მწვრთნელს მიკუ პაატელაინენს წინასწარი შემადგენლობიდან ტრავმის გამო „რიგას“ მცველი ვლადისლავ გაბოვი დააკლდა.

ლატვიელთა შემადგენლობა საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ კი მატჩში ასეთია:

მეკარეები: ანდრის ვანინსი (ციურიხი, შვეიცარია), პაველს სტეინბორსი (არკა, პოლონეთი), კასპარს იკსტენსი (რფს)

მცველები: კასპარს დუბრა (რიგა ფს), ვიტალის იაგოდინსკისი (ვენტსპილსი), გინტს ფრეიმანისი (სპარტაკსი), ვიაჩესლავს ისაევსი (რიგას ფს), ვიტალის მაქსიმენკო (ოლიმპია, სლოვენია), მარჩის ოსი (ქსამაქსი, შვეიცარია), ანტონს კურაკინსი (რიგა);

ნახევარმცველები: ალექსანდერს ფერტოვსი (რიგას ფს), ივანს ლუკიანოვსი (რიგა), დავიდ იკაუნიეკსი (იაბლონეცი, ჩეხეთი), იგორს ტარასოვსი (შლიონსკი, პოლონეთი), გლებს კლუსკინსი (რიგას ფს), რიტვას რუგინსი (ვენტსპილსი), ანდრის ციგანიკსი (კამბური, ჰოლანდია);

თავდამსხმელები: ვლადისლავს გუტკოვსკისი (ტერმალიცა, პოლონეთი), დენის რაკელსი (რიგა), რობერტს სავალნიეკსი (რიგას ფს), არტურს კარაშაუსკსი (აკჟაიკი, ყაზახეთი), ვალერის საბალა (პოდბესკიძიე, პოლონეთი).

ლატვიისა და საქართველოს მატჩი რიგაში “დაუგავას” სტადიონზე გაიმართება.

შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზეა შესაძლებელი.

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი