მთავარი მთავარი სენსაცია ცინცინატის მასტერსზე ლეგენდარული როჯერ ფედერერი ანდრეი რუბლევთან დამარცხდა

სენსაცია ცინცინატის მასტერსზე ლეგენდარული როჯერ ფედერერი ანდრეი რუბლევთან დამარცხდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
28 ნახვა

ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე ცინცინატის მასტერსზე სენსაცია დაფიქსირდა.

1/8 ფინალურ ეტაპზე ტურნირს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი ლეგენდარული როჯერ ფედერერი გამოეთიშა.

38 წლის ვეტერანმა სპორტსმენმა ATP-ს რეიტინგის 70-ე ჩოგან რუს ანდრეი რუბლევთან წააგო.

დრამატული ორთაბრძოლა არ შედგა. რუსმა მრისხანე მეტოქეს 1 საათსა და 3 წუთში სძლია.
2-სეტიანი დაპირისპირება რუბლევმა 6-3, 6-4 მოიგო.

ცინცინატის მასტერსის 1/4 ფინალში მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი ითამაშებს.

ბალკანელმა 1/8 ფინალში ესპანელ პაბლო კარენო-ბუსტას 6-3, 6-4 სძლია.

1/4 ფინალში ჩოგბურთელები ასე დაწყვილდნენ:

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი) : ლუკას პუიე (საფრანგეთი) / ანდრეი რუბლევი (რუსეთი) : დანილ მედვედევი (რუსეთი)

რობერტო ბაუტისტა-აგუტი (ესპანეთი) : რიჩარდ გასკე (საფრანგეთი) / იოშიჰიტო ნიშიოკა (იაპონელი) : დევიდ გოფინი (ბელგია)

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი