მთავარი მსოფლიოგერმანია ბუნდესლიგა სენსაციით დაიწყო – “ბაიერნმა” “ჰერტას” ვერ მოუგო

ბუნდესლიგა სენსაციით დაიწყო – “ბაიერნმა” “ჰერტას” ვერ მოუგო

ავტორი კახა მიხანაშვილი
27 ნახვა

გერმანიის ბუუნდესლიგის 2019-2020 წლის სასტარტო შეხვედრაში მიუნხენში “ალიანს არენაზე” “ბაიერნმა” ბერლინის “ჰერტას” დამარცხება ვერ მოახერხა.

მიუნხენელებმა უხვგოლიან დრამატულ შეხვედრაში ფრედ 2-2 ითამაშეს.

ბავარიელთათვის ყველაფერი კარგად დაიწყო.  24-ე წუთზე სერჟ გნაბრის პასით პოლონელმა ფორვარდმა რობერტ ლევენდოვსკიმ ბუნდესლიგის წლევანდელ სეზონში პირველი გოლი გაიტანა.

“ბაიერნის” რამდენი მეწუთიან მოდუნებას მათ კარში ერთმანეთის მიყოლებით ორი გოლი მოჰყვა.  ჯერ იყო და 36-ე წუთზე წონასწორობა ერთობ საინტერესო გვარის მქონე ბელგიელმა ფეხბურთელმა დოდი ლუკებაკიომ აღადგინა.

38-ე წუთზე კი ბერლინელები წინ სერბმა მარკო გრუიჩმა გაიყვანა.

მე-60 წუთზე მიუნხენელების სასარგებლოდ პენალტი დაინიშნა. ბურთთან რობერტ ლევენდოვსკი მივიდა.  მისი დარტყმული ბურთი ბერლინელთა კარის ბადეში გაეხვა.  ლევანდოვსკიმ მატჩში დუბლი შეასრულა.

საბოლოდ მატჩი ფრედ 2-2 დასრულდა.  “ბაიერნმა” სასტარტო შეხვედრაში ორი ქულა დაკარგა.

“ბაიერნი” 2:2 “ჰერტა”
24′ ლევანდოვსკი (1-0), 36′ ლუკებაკიო (1-1), 38′ გრუიჩი (1-2), 60′ ლევანდოვსკი პენ. (2-2)

“ბაიერნი”: ნოიერი, ალაბა, პავარი, ზულე, კიმიხი, ალკანტარა, ტოლისო, მიულერი (85′ რ. სანჩესი)), კომანი, გნაბრი (86’დეივისი), ლევანდოვსკი
მთავარი მწვრთნელი: ნიკო კოვაჩი

“ჰერტა”: იარსტეინი, კლუნტერი, შტარკი, რეკიკი, ლეკი, დარიდა, გრუიჩი, მიტელშტადტი, დუდა (78′ სკიელბრედი), ლუკებაკიო (68′ სალკე), იბიშევიჩი (63′ ესვაინი)

დღეს, ბუნდესლიგაში ეს მატჩები შედგება:
17:30 ,,დორტმუნდი” – “აუგსბურგი”
17:30 “ვერდერი” – “დიუსელდორფი”
17:30 “ვოლფსბურგი” – “კიოლნი”
17:30 ,,ლევერკუზენი” – “პადერბორნი”
17:30 “ფრაიბურგი” – “მაინცი”
20:30 “მიუნხენგლადბახი” – “შალკე”

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი