მთავარი ჭიდაობაბერძნულ-რომაული ბერძენ-რომაელებმა ტალინში 2 ვერცხლით დაიწყეს

ბერძენ-რომაელებმა ტალინში 2 ვერცხლით დაიწყეს

27 ნახვა

სტარტი ორვერცხლიანი გამოუვიდათ ჩვენს ახალგაზრდა ბერძენ-რომაელ ფალავნებს ქალაქ ტალინში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე. პირველი საფინალო დღის შემდეგ ტურნირის ვიცეჩემპიონები ლერი აბულაძე (63კგ) და გიორგი ქაცანაშვილი (87კგ) გახდნენ.

არაა ურიგო შედეგი.

წლევანდელი ევროპირველობის შედეგი გაიმეორა ტალინში ლერი აბულაძემ. საჩემპიონო პაექრობაში ხულოელ ფალავანს ოქროს მედალი რუსმა აბუმუსლიმ ამაევიამ არ დაანება და 5:3 აჯობა.

გიორგი ქაცანაშვილიც ასევე რუს ფალავანთან, ილია ერმოლენკოსთან დამარცხდა ფინალში, რომელმაც გაფრთხილების ხარჯზე მოპოვებული ქულებით 2:0 იმძლავრა. არადა ჩვენებურმა ფინალამდე ჩინებულად იარა და მითუფრო დასანანი იყო მისი ეს მარცხი. საკვალიფიკაციოში გიორგიმ 4:0 მოუგო ირანელ ფოროუზანდენს, შემდეგ 5:0 აჯობა იაპონელ ნასუკავას, მეოთხედფინალში და ნახევარფინალში კი 8:4 და 7:0 დაჩაგრა შვეიცარიელი ზემპი და ბელარუსი იარაშევიჩი.

ფინალამდე მისვლა არც აბულაძეს გასჭივებია. ასპარეზობა მანაც საკვალიფიკაციოდან დაიწყო უკრაინელი მიროშნიკი 5:4 დაამარცხა. შემდეგ იყო უზბეკი სამატოვი და ბულგარელი სულევი, ვინებსაც ლერიმ 8:0 და 3:1 სძლია. ხოლო ნახევარფინალში 6:3 მოუგო ირანელი შაჰინ აიდი მოფრად ბადაგის.

დღესვე ბრინჯაოზე 130 კილოში რობიზონ ესაძემ ჭიდაობდა, თუმცა თურქ ბაკირთან 5:0 წააგო დ მეხუთეზე დარჩა.

ბერძენ-რომაელთა ასპარეზობები ტალინში ხვალ დასრულდება და შანი გვაქვს ჩვენი მონაგარი კიდევ 2 მედლით გავზარდოთ. 67 კილოში ოქროსთვის სომეხ ხაჩატრიანს დაეჭიდება გიორგი შოთაძე, ხოლო დიეგო ჩხიკვაძე დამამშვიდებელი წრიდან შეუტევს ბრინჯაოს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი