მთავარი მთავარი ცინცინატის მასტერზე სენსაცია დაფიქსირდა – მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი დანილ მედვედევთან დამარცხდა

ცინცინატის მასტერზე სენსაცია დაფიქსირდა – მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი დანილ მედვედევთან დამარცხდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
51 ნახვა

ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირი ცინცინატის მასტერსი სენსაციებით დახუნძლული გამოდგა.

მორიგი სენსაცია ტურნირის 1/2 ფინალში დაფიქსირდა.  მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა რუს დანილ მედვედევთან წააგო.

დრამატული ორთაბრძოლა 1 საათი და 34 წუთი გაგრძელდა.

მედვედევმა მრისხანე მეტოქეს 3-სეტში 6-3, 3-6, 6-3 სძლია.

დანილ მედვედევი ცინცინატის მასტერსის ფინალში გავიდა. იქ კი მისი მოწინააღმდეგე ბელგიელი დევიდ გოფინი იქნება.

ბენელუქსელმა ჩოგბურთელმა 1/2 ფინალური ბარიერი ფრანფ რიჩარდ გასკესთან ბრძოლაში გადალახა.

ევროპელი ჩოგბურთელების დაპირისპირება გოფინმა 2-სეტში 6-3, 6-4 მოიგო.

ცინცინატის მასტერსის ფინალური ჯახი 18 აგვისტოს, შედგება.  გადამწყვეტი შეხვედრა 00:00 საათზე დაიწყება.

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი