მთავარი ჭიდაობაბერძნულ-რომაული შოთაძის ოქრო და ახალგაზრდა ბერძენ-რომაელების 3 მედალი ტალინიდან

შოთაძის ოქრო და ახალგაზრდა ბერძენ-რომაელების 3 მედალი ტალინიდან

73 ნახვა

სტაბილურად და დამაჯერებლად მივიდა ფინალამდე გიორგი შოთაძე. 67 კილოში მოჭიდავე ლანჩხუთელმა ბერძენ-რომაელმა ფალავანმა ერთმანეთის მიყოლებით ჩამოიტოვა გზიდან პოლონელი მილევჟიკი, ჩინელი ჰუანგი, უკრაინელი კრავჩენკო და ამერიკელი ომანია. ოთხთავეს მან 35 ქულა აართვა 1 გაშვებულის წილ. და მერე იყო ფინალი სომეხი ხაჩატრიანის წინააღმდეგ, სადაც ჩვენებურმა 6:3 დაამარცხა მეტოქე და ორიოდე თვის უკან ახალაგზრდებს შორის მოპოვებულ ევროპის უძლიერესის ტიტულს მსოფლიოს ოქროს შემატა.

ქალაქ ტალინში ქართული ჰანგები აჟღერდა.

მედლამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა დიეგო ჩხიკვაძეს. 60 კილოში ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა დამამშვიდებელში კი აჯოვა ინდოელ რანას, თუმცა მერე ბრინჯაოს ფინალში რუს ტიბილოვთან დამარცხდა.

ამდენად ჩვენმა ახალგაზრდა ბერძენ-რომაელებმა მსოფლიოს პირველობაზე გამოსვლა 3 მედლით დაასრულეს. მანამდე ტურნირის ვიცეჩემპიონები ლერი აბულაძე და გიორგი ქაცანაშვილი გახდნენ.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი