მთავარი საქართველოეროვნული ლიგა “ქართულ კლასიკოში” თბილისის “დინამომ” ქუთაისის “ტორპედო” დაამარცხა

“ქართულ კლასიკოში” თბილისის “დინამომ” ქუთაისის “ტორპედო” დაამარცხა

ავტორი კახა მიხანაშვილი
37 ნახვა

საქართველოს ,,კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში”   24-ე  ტურის ცენტრალური მატჩი გაიმართა.

“ქართულ კლასიკოდ” წოდებულ ქუთაისის “ტორპედოსა”   და  თბილისის “დინამოს”  ორთაბრძოლაში გამარჯვება საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა მოიპოვა.

წყალტუბოს “26 მაისის” სახელობის სტადიონზე გამართულ მატჩში ერთადერთი გოლი გავიდა.

29-ე წუთზე თბილისელების ფორვარდმა ლევან კუტალიამ იხეირა.

ამ გამარჯვების შემდეგ “დინამომ”  47 ქულა დააგროვა და მეორე პოზიციაზე მყოფ ბათუმის “დინამოს” ერთი ქულით გაუსწრო. თან დედაქალაქებს ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

,,კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა”
24-ე ტური
წყალტუბო, “26 მაისი”

“ტორპედო” (ქუთაისი) 0:1 “დინამო” (თბილისი)
29′ ლევან კუტალია

“ტორპედო”: კვასხვაძე, ტაბატაძე, ხურცილავა, სიჭინავა, მაჩაიძე (83′ იონანიძე), ჩუკვურა, დოლიძე (69′ ჩოგაძე), ცეცხლაძე (69′ მოსიაშილი), ფონიავა, კაპანაძე, ციცქიშვილი
მთავარი მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

“დინამო”: პერალესი, მონხილი, მეჯუბი, იაშვილი, ნინუა (80′ შიშკა), პაპავა, ქიმაძე, კუხიანიძე (54′ შულაია), ქავთარაძე (60′ ქარდავა), შენგელია, კუტალია
მთავარი მწვრთნელი: ჩისკო

“დინამო” (ბათუმი) 2:0 “ჩიხურა” (საჩხერე)
59′ 68′ ჯიღაური

“რუსთავი” 2:1 “სიონი” (ბოლნისი)
34′ ტატანაშვილი (0-1), 36’ქავთარაძე (1-1), 80′ სიჭინავა პენ. (2-1)

“ლოკომოტივი” (თბილისი) 1:1 “ვიტ ჯორჯია” (თბილისი)
26’შონია პენ. (1-0), 90+2′ მუსელიანი (1-1)

1. დინამო თბ დინამო თბ 23 15 2 6 46 23 23 47
2. დინამო ბთ დინამო ბთ 24 14 4 6 39 22 17 46
3. საბურთალო საბურთალო 21 12 4 5 38 26 12 40
4. ლოკომოტივი ლოკომოტივი 24 11 3 10 29 30 -1 36
5. ტორპედო ტორპედო 23 10 4 9 42 35 7 34
6. ჩიხურა ჩიხურა 24 6 10 8 30 27 3 28
7. რუსთავი რუსთავი 24 7 7 10 28 37 -9 28
8. დილა დილა 23 7 5 11 24 27 -3 26
9. სიონი სიონი 24 7 5 12 27 56 -29 26
10. ვიტ ჯორჯია ვიტ ჯორჯია 24 4 4 16 12 32 -20 16

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი