მთავარი კალათბურთი დუდუ დადიანის მემორიალი დაიწყო

დუდუ დადიანის მემორიალი დაიწყო

ავტორი კახა მიხანაშვილი
213 ნახვა

დღეს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დუდუ დადიანის მემორიალი დაიწყო.

საკალათბურთო ტურნირზე მონაწილეობას სუპერლიგის ათივე გუნდი საქართველოს ჩემპიონი თბილისის “დინამო”, “ქუთაისი”, “ბათუმი”, “მგზავრები”, “შსს აკადემია ტიტები”, “კაკტუსი”, “ოლიმპი”, “თსუ ჰიუნდაი”, “მარნეული” და “რუსთავი” მიიღებებენ.

გუნდები ორ 4-4 გუნდიან ჯგუფში გადანაწილდნენ.

A ჯგუფში “დინამო”, “ბათუმი”,”თსუ ჰიუნდაი”, “მარნეული” და “რუსთავი” არიან.

B ჯგუფში კი “ქუთაისი”, “მგზავრები”, “შსს აკადემია ტიტები”, “კაკტუსი” და”ოლიმპი” მოხვდნენ.

ჯგუფების გამარჯვებულები ტურნირის ფინალში გავლენ.  ფინალური დაპირისპირება 22 ოქტომბერს, გაიმართება.

დუდუ დადიანის მემორიალზე ორი შეხვედრა უკვე გაიმართა.

“მგზავრებმა”  “შსს აკადემია ტიტები” 91 – 80 დაამარცხა.

გამარჯვებული გუნდიდან საუკეთესო ადრიან ბოუი იყო.  მან გუნდს 30 ქულა შესძინა.  20 ქულას თავი რევაზ ჩაჩანიძემ მოუყარა.  19 ქულა კახაბერ ჯინჭარაძემ მოაგროვა.   ჯეიკობ არმსტრონგი კი 13 ქულით გამოირჩა.

“შსს აკადემიიდან” საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელმა ილია ლონდარიძემ 20 ქულის დაგროვება მოახერხა.  ბესიკ ლეჟავამ 16 ქულა ჩააგდო.  როდერიკ მილსმა კი 13 ქულა მოიპოვა.

მეორე შეხვედრაში კი “ოლიმპმა” დრამატულ ბრძოლაში “კაკტუსს” ბოლო წამებზე სძლია.

“ოლიმპიდან” ბრწყინვალე მატჩი გუნდის ლეგიონერებმა  მარკ ოგდენმა და ჩარლზ ბენეტმა ჩაატარეს.  ოგდენმა 26 ქულა, ხოლო ბენეტმა 25 ქულა დააგროვა.  ნიკოლოზ დარბაიძის ანგარიშზე 15 ქულაა , რევაზ როგავას ნადავლი  კი 12 ქულა გახლდათ.

“კაკტუსის” კალათბურთელებს  გიორგი ტურძელაძემ ულიდერა.  მან 24 ქულა დააგროვა.  გუნდის ლეგიონერმა  ბრაიან კლასფორდმა თავი 17 ქულას მოუყარა.  ენტონი ჯენუარის ანგარიშზე 16 ქულაა, ხოლო ბექა ჩიკვილაძე გუნდს 11 ქულით შეეწია.

დღეს, მოგვიანებით კიდევ 2 შეხვედრა ჩატარდება.

საქართველოს ჩემპიონი “დინამო” “თსუ ჰიუნდაის” დაუპირისპირდება. შეხვედრა 16:00 საათზე, დაიწყება.

დღის დასკვნით მატჩში 18:00 საათზე  ერთმანეთის პირისპირ ქვემო ქართლული გუნდები “რუსთავი” და მარნეულის “დელტა” წარსდგებიან.

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი