მთავარი მსოფლიოესპანეთი “რეალი” კუბოს გაანათხოვრებს

“რეალი” კუბოს გაანათხოვრებს

ავტორი კახა მიხანაშვილი
63 ნახვა

მადრიდის “რეალი”   ზაფხულის სატრანფერო  ფანჯრის დროს შეძენილ  18 წლის იაპონელ ფეხბურთელს ტაკეფუსა კუბოს იჯარის წესით “მალიორკაში” გაუშვებს.

კუბო “მალიორკას” ღირსებას 2019-2020 წლების სეზონში დაიცავს და შემდეგ “სამეფო კლუბს” დაუბრუნდება.  გარიგების ფინანსური დეტალები ჯერჯერობით არ გასაჯაროვებულა.

მადრიდელთა მთავარ მწვრთნელს ამომავალი მზის ქვეყნის შვილის პოზიციაზე არაერთი გამოცდილი მოთამაშე ჰყავს და რომ არა გუნდის გამოცვლა კუბოს სეზონი “რეალის”  კანტერაში ანუ ახალგაზრდულ გუნდში უნდა გაეტარებინა.  “მალიორკაში” კი იგი პრიმერა დივიზონში თამაშის გამოცდილებას დააგროვებს.

მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში “რეალმა”  იაპონურ კლუბ “ტოკიოს” ტაკეფუსა კუბოს სანაცვლოდ 2 მილიონი ევრო გადაუხადა და მასთან 5-წლიან კონტრაქტი გააფორმა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი