მთავარი მსოფლიოევროპის ჩემპიონატი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ესპანელთა შემადგენლობა ცნობილია

მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ესპანელთა შემადგენლობა ცნობილია

ავტორი კახა მიხანაშვილი
41 ნახვა

ესპანეთის საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სერჯიო სკარიოლომ ჩინეთში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის საბოლოო 12-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

პლანეტის პირველობაზე ესპანეთის ნაკრებში ოთხი კალათბურთელი რიკი რუბიო,  მარკ გასოლი, ხუანჩო ერნანგომესი და ვილი ერნანგომესი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის წევრები არიან.

სერჯიო სკარიოლოს რაზმში 2-2 წარმომადგენელი მადრიდის “რეალს”, “ბარსელონას” და “გრან კანარიას” ჰყავს.

თითო-თითო კალათბურთელით ეროვნულ გუნდში “ტენერიფე”  და თურქული გუნდი ,,კულუბუ დერნეგი” არიან წარმოდგენილი.

მსოფლიოს ჩემპიონატზე ხავიერ რაბასედა, ქვინო კოლომი და ხავიერ ბეირანი პირველად ითამაშებენ.

ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოს ჩემპიონატზე ასეთი იქნება:

გამთამაშებლები:  რიკი რუბიო (,,ფინიქს სანსი”, აშშ), ქვინო კოლომი (,,კულუბუ დერნეგი”, თურქეთი),  სერხიო ლული (,,რეალი”, მადრიდი);

მსროლები: რუდი ფერნანდესი (,,რეალი”, მადრიდი), პაუ რიბასი (,,ბარსელონა”),  ხავიერ რაბასედა (,,გრან კანარია”);

ფორვარდები: ხუანჩო ერნანგომესი (,,დენვერ ნაგითსი”, აშშ), ხავიერ ბეირანი (,,ტენერიფე”)

მძიმე ფორვარდები: ვიკტორ კლავერი (,,გრან კანარია”), პიერე ორიოლა (,,ბარსელონა”);

ცენტრები: მარკ გასოლი (,,ტორონტო რეპტორსი”, აშშ),  ვილი ერნანგომესი (,,ნიუ იორკ ნიკსი”)

მსოფლიოს პირველობაზე ესპანეთის ნაკრები C  ჯგუფში იასპარეზებს.   მისი მეტოქეები: ირანი,  პუერტო რიკო და ტუნისი იქნებიან.

აქვე იხილეთ ესპანელთა მატჩების განრიგი:

31 აგვისტო
ესპანეთი : ტუნისი

2 სექტემბერი
ესპანეთი : პუერტო რიკო

5 სექტემბერი
ესპანეთი : ირანი

მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში ესპანეთის ნაკრები მადრიდში, დომინიკის რესპუბლიკის გუნდს ეთამაშება. შემდეგ კი ჩინეთში გაემგზავრება და მატჩებს არგენტინისა  და რუსეთის ნაკრებებთან გამართავს.

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი