მთავარი მთავარი ამერიკის ღია პირველობაზე ნოვაკ ჯოკოვიჩისა და რაფაელ ნადალის მეტოქეები ცნობილია

ამერიკის ღია პირველობაზე ნოვაკ ჯოკოვიჩისა და რაფაელ ნადალის მეტოქეები ცნობილია

ავტორი კახა მიხანაშვილი
32 ნახვა

,,დიდი მუზარადის”  ტურნირი  ამერიკის ღია პირველობა ოფიციალურად რამდენიმე დღეში დაიწყება.

დღეს,  ტურნირზე პირველ წრეში ჩოგბურთელები დაწყვილდნენ.

მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელის სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩის მეტოქე ATP-ის 76-ე ჩოგანი ესპანელი რობერტო კარბალეს ბუენა იქნება.

პირველ წრეში ესპანელ რაფაელ ნადალის წინააღმდეგ ავსტრალიელი ჯონ მილმენი წარსდგება.   ფედერერის მეტოქეს კი საკვალიფიკაციო რაუნდის შეხვედრები გამოავლენენ.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ თუ ფავორიტად შერაცხულმა ჩოგბურთელებმა 1/2 ფინალს მიაღწიეს, ასეთ შემთხვევაში ჯოკოვიჩი როჯერ ფედერერს დაუპირისპირდება.

პირველ წრეში რამდენიმე საყურადღებო ბრძოლა გველოდება.

ბერძენ სტეფანოს ციციპასი   ცინცინატის მასტერსის 1/2  ფინალისტს რუს ანდრეი რუბლევს შეხვდება.   კარგი ბრძოლა უნდა გამოვიდეს კანადელებს დენის შაპოვალოვსა და ფელიქს ოჟე-ალიასიმს შორისაც.

1/64 ფინალური წყვილები იხილეთ აქ:    https://www.flashscore.com/tennis/atp-singles/us-open/

ამერიკის ღა პირველობა სტარტს 26 აგვისტოს, აიღებს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი