მთავარი მსოფლიოინგლისი “მანჩესტერ იუნაიტედი” “კრისტალ პალასთან” დამარცხდა – “ლივერპულმა” “არსენალს” სძლია 

“მანჩესტერ იუნაიტედი” “კრისტალ პალასთან” დამარცხდა – “ლივერპულმა” “არსენალს” სძლია 

ავტორი კახა მიხანაშვილი
47 ნახვა

ინგლისის პრემიერლიგის მე-3 ტურის შეხვედრაში სენსაცია დაფიქსირდა.

მანჩესტერში “ოლდ ტრაფორდის” სტადიონზე “მანჩესტერ იუნაიტედი” ლონდონის “კრისტალ პალასთან” 1-2 დაამარცხა.

მატჩის პირველ ტაიმში ერთადერთი გოლი გავიდა 32-ე წუთზე ლონდონელები განელმა ჯორდან აიეუმ დააწინაურა.

“წითელ ეშმაკებს” წონასწორობის აღდგენა 70-ე წუთზე შეეძლოთ, თუმცა მარკუს რაშფორდმა პენალტი ვერ გაიტანა.

89-ე წუთზე “მანჩესტერ იუნაიტედმა” ანგარიში მაინც გაათანაბრა.
ენტონი მარსიალის პასით გოლი უელსელმა დანიელ ჯეიმსმა გაიტანა.

მსაჯის მიერ კონპენსირებულ დროში “კრისტალ პალასმა” გამარჯვება იზეიმა. სტუმრებს 3 ქულა ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა პატრიკ ვან აალჰოლტმა მოუტანა.

პრემიერლიგის წლევანდელ გათამაშებაში “ჩელსიმ” პირველი გამარჯვება მოიპოვა.
“არისტოკრატებმა” “ნორვიჩს” უხვგოლიან ბრძოლაში 3-2 სძლიეს. შეხვედრაში დუბლი ლონდონელთა გუნდის ფორვარდმა ტამი აბრაჰამმა გაიფორმა.

ლივერპულში “ენფილდ  როუდის” სტადიონზე მერსესაიდელებმა ლონდონის “არსენალი” 3-1 დაამარცხეს.

ანგარიში 41-ე წუთზე კამერუნელმა ჟოელ მატიპმა ალექსანდრ-არნოლდის პასით გახსნა.

მეორე ნახევარში “ლივერპულის” ეგვიპტელმა ფორვარდმა დუბლი შეასრულა.

ფარაონთა ქვეყნის შვილმა მეტოქის კარი 49-ე და 59-ე წუთებზე აიღო.

ერთადერთი პრესტიჟის გოლი “მეთოფეებმა” 86-ე წუთზე გაიტანეს.  თავი ურუგველმა ფეხბურთელმა ლუკას ტორეირამ გამოიჩინა.  სამხრეთ ამერიკელმა გაბონელი ობამეიანგის პასი შეირგო.

“ლივერპულს” 3 ტურის შემდეგ 100%  შედეგი გააჩნია. “ბიტლომანთა ქალაქის” გუნდი 9 ქულით პრემიერლიგის ერთპიროვნული ლიდერია.

“ნორვიჩი” 2:3 “ჩელსი”
3’აბრაჰამი (0-1), 6′ კანტველი (1-1), 17′ მოუნტი (1-2), 30′ პუკი (2-2), 68′ აბრაჰამი (2-3)

“ბრაიტონი” 0:2 “საუთჰემპტონი”
55’ჯენეპო (0-1), 90+1′ რედმონდი (0-2)
გაძევება: 30′ ანდონე ( “ბრაიტონი”)

“მანჩესტერ იუნაიტედი” 1:2 “კრისტალ პალასი” 32′ აიეუ (0-1), 89′ ჯეიმსი (1-1), 90+1′ ვან აანჰოლტი (1-2)

“შეფილდ იუნაიტედი” 1:2 “ლესტერი”
38′ ვარდი (0-1), 67′ მაკბუმი (1-1), 70′ ბარნსი (1-2)

“უოტფორდი” 1:3 “ვესტ ჰემი”
3′ ნობლე პენ. (0-1), 17′ გრეი (1-1), 64′ 73′ ჰალერი (1-2, 1-3)

“ლივერპული” 3:1 “არსენალი”
41′ მატიპი (1-0), 49′ 59′ სალაჰი (1-1, 2-1),  86′ ტერეირა (3-1)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი