მთავარი მსოფლიოესპანეთი სენსაცია მადრიდში – “რეალმა” “ვალიადოლიდი” ვერ დაამარცხა

სენსაცია მადრიდში – “რეალმა” “ვალიადოლიდი” ვერ დაამარცხა

ავტორი კახა მიხანაშვილი
49 ნახვა

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-2 ტურში სენსაცია დაფიქსირდა.

მადრიდში “სანტიეგო ბერნაბეუს” სტადიონზე “რეალმა” 2 ქულა დაკარგა.

მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა.

შეხვედრაში “სამეფო კლუბი” 82-ე წუთზე დაწინაურდა.
გოლი ფრანგმა ფორვარდმა ქარიმ ბენზემამ თანამემამულე რაფაელ ვარანის პასით გაიტანა.

მატჩის მიწურულს სტუმრებმა წონასწორობა აღადგინეს. ოსკარ პლანოს პასით სერხიო გვარდიოლამ იხეირა.

“რეალს” განვლილი 2 ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფება.

“ლევანტე” 2:1 “ვილიარელი”
3′ მორენო (0-1), 68′ 73′ როჯერი (1-1, 2-1)

“ოსასუნა” 0:0 “ეიბარი”

“რეალი” 1:1 “ვალიადოლოდი”
82′ ბენზემა (1-0), 88′ გვარდიოლა (1-1)

“სელტა” 1:0 “ვალენსია”
15′ ფერნანდესი

“ხეტაფე” 1:1 “ბილბაო”
6′ გარსია (0-1), 12′ მატა (1-1)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი