მთავარი მსოფლიოინგლისი “მანჩესტერ სიტიმ” გამარჯვება მოიპოვა და პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციაზე აღზევდა

“მანჩესტერ სიტიმ” გამარჯვება მოიპოვა და პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციაზე აღზევდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
24 ნახვა
ინგლისის პრემიერლიგის მე-3 ტურის შეხვედრაში გამარჯვება “მანჩესტერ სიტიმ” მოიპოვა.
“ქალაქებმა” გასვლით მატჩში “ნორვიჩი” 3:1 დაამარცხეს.
მანჩესტერელები თავდაპირველად მე-15 წუთზე დაწინაურდნენ.   გოლი ბელგიელი კევინ დე ბრუინის პასით არგენტინელმა ფორვარდმა სერხიო აგუერომ გაიტანა.
43-ე წუთზე “სიტიმ” სხვაობა ორამდე გაზარდა.  ესპანელი დევიდ სილვას პასით მეკარესთან ხელსაყრელ პოზიციაზე გასულმა რაჰემ სტერლინგმა პარტნიორს გარჯა დაუფასა.
პირველი ტაიმისთვის მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მასპინძლებმა სხვაობა მინიმუმამდე შეიამცირეს.  ჯარიმიდან ბურთი უელსელმა ფეხბურთელმა ჰარი ვილსონმა “სიტის” მეკარის ედერსონის კარის ცხრიანში ჩასვა.
მეორე ნახევარში, კერძოდ 64-ე წუთზე მანჩესტერელებმა ორბურთიანი სტატუსკვო აღადგინეს.  არგენტნელმა სერხიო აგუერომ დუბლი შეასრულა.
“მანჩესტერ სიტიმ” 3-1 მოიგო და პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციაზე დამკვიდრდა.
,,ბორნმუთი”  1 :3  ,,მანჩესტერ სიტი”

15′ აგუერო (0-1), 43′ სტერლინგი (0-2), 45+3′ ვილსონი (1-2), 64′ აგუერო (1-3)

“ტოტენჰემი” 0:1 “ნიუკასლი”
27′ ჟოელინტონი

,,ვულვზი 0:1 ,,ბარნლი”
13′ ბარნსი

1. ლივერპული 3 3 0 0 9:3 9
2. მანჩესტერ სიტი 3 2 1 0 10:3 7
3. არსენალი 3 2 0 1 4:4 6
4. ლესტერი 3 1 2 0 3:2 5
5. მანჩესტერ იუნაიტედი 3 1 1 1 6:3 4
6. ბარნლი 3 1 1 1 5:3 4
7. ტოტენჰემი 3 1 1 1 5:4 4
8. ბრაიტონი 3 1 1 1 4:3 4
9. შეფილდ იუნაიტედი 3 1 1 1 3:3 4
10. კრისტალ პალასი 3 1 1 1 2:2 4
11. ბორნმუთი 3 1 1 1 4:5 4
12. ევერტონი 3 1 1 1 1:2 4
13. ჩელსი 3 1 1 1 4:7 4
14. ვესტ ჰემი 3 1 1 1 4:7 4
15. ვულვზი 3 0 3 0 2:2 3
16. ასტონ ვილა 3 1 0 2 4:5 3
17. ნორვიჩი 3 1 0 2 6:8 3
18. საუთჰემპტონი 3 1 0 2 3:5 3
19. ნიუკასლ იუნაიტედი 3 1 0 2 2:4 3
20. უოტფორდი 3 0 0 3 1:7 0
0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი