მთავარი საქართველოეროვნული ლიგა თბილისურმა გუნდებმა “დინამომ” და “საბურთალომ” ქულები დაკარგეს

თბილისურმა გუნდებმა “დინამომ” და “საბურთალომ” ქულები დაკარგეს

ავტორი კახა მიხანაშვილი
40 ნახვა

საქართველოს საფეხბურთო “ჩემპიონატ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში” 25-ე ტურის შეხვედრები გაიმართა.

თბილისური დერბი საქართველოს მოქმედ ჩემპიონ “საბურთალოსა” და “ვიტ ჯორჯიას” შორის გატანილი გოლების გარეშე ფრედ 0-0 დასრულდა.

“დინამო არენაზე” კი საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა თბილისის “დინამომ”, მიუხედავად იმისა, რომ 2-0 იგებდა, საბოლოოდ გამარჯვება ვერ მოახერხა და მატჩი ფრედ 2-2 დასრულდა.

დედაქალაქელებმა ანგარში მე-18 წუთზე გასხნეს.  ლევან შენგელიამ საჯარიმოს გარედან ულამაზესი გოლი გიატანა.

50-ე წუთზე “დინამოს” სასარგებლოდ ჯარიმა დაინიშნა.   ბურთთან ნიკა ნინუა მივიდა, რომელმაც შორი მანძილიდან იულამაზესი დარტყმა განახორციელა.  ბურთი ქვემო ქართლელთა კარის ბადეში გაეხვა.

54-ე წუთზე “რუსთავმა” ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა.  ლუკა სილაგაძის ჩაწოდების შემდეგ თბილისელთა მეკარის ხოსე პოერალესის კარში თავური დარტყმით ბურთი ბექა ქავთარაძემ გადაგზავნა.

მატჩის დასრულებმადე 6 წუთით ადრე “რუსთავის” ფეხბურთელმა ბექა ქავთარაძემ დუბლი შეასრულა და მატჩი საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ მატჩში “დინამოს” 2 ფეხბურთელი დაუშავდა. ჯერ იყო და მე-8  წუთზე ტრავმა აბდელ მეჯუბმა მიიღო.  30-ე წუთზე კი ლევან შენგელიაც ტრავმის გამო შესაცველი გახდა.

ამ დროისთვის სატურნირო ცხრილის სათავეში 49 ქულით ბათუმის “დინამო” იმყოფება.  აჭარლებს ერღი ქულით თბილისის “დინამომ” ჩამორჩება.   “საბურთალო” კი 44 ქულით მესამე პოზიციას იკავებს.

,,დინამო” (თბილისი)  2:2  “რუსთავი”
18’ შენგელია (1:0),   50’  ნინუა  (2:0),  54’   ბ. ქავთარაძე  (2:1),  84′  ბ. ქავთარაძე (2:2)

,,დინამო”: პერალესი, იაშვილი, მეჯუბი (8′ შიშკა), მონხილი, ქიმაძე, პაპავა, ნინუა, კუხიანიძე (69′ ქარდავა), შენგელია (36′ დაფე), ნ. ქავთარაძე, კუტალია

,,რუსთავი”: კულუა, სილაგაძე, იმნაძე, ნოზაძე, ლაცაბიძე (71′ თევზაძე), ვასაძე, ბუგულოვი (46′ სიჭინავა), კაპანაძე (87′ ლეჟავა), ქოჩლაძე, ბ. ქავთარაძე, გუჯაბიძე

1. დინამო ბთ დინამო ბთ 25 15 4 6 43 22 21 49
2. დინამო თბ დინამო თბ 24 15 3 6 48 25 23 48
3. საბურთალო საბურთალო 23 13 5 5 41 26 15 44
4. ლოკომოტივი ლოკომოტივი 25 11 3 11 31 33 -2 36
5. ტორპედო ტორპედო 24 10 5 9 44 37 7 35
6. ჩიხურა ჩიხურა 25 7 10 8 33 29 4 31
7. რუსთავი რუსთავი 25 7 8 10 30 39 -9 29
8. დილა დილა 25 7 6 12 26 32 -6 27
9. სიონი სიონი 25 7 5 13 27 60 -33 26
10. ვიტ ჯორჯია ვიტ ჯორჯია 25 4 5 16 12 32 -20 17

ფოტო: fcdinamo.ge

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი