მთავარი საქართველოლეგიონერები შეუდარებელმა მამუკა გორგოძემ საფრანგეთის ტოპ 14-ის პირველ ტურში დუბლი შეასრულა

შეუდარებელმა მამუკა გორგოძემ საფრანგეთის ტოპ 14-ის პირველ ტურში დუბლი შეასრულა

ავტორი კახა მიხანაშვილი
18 ნახვა

საფრანგეთში სარაგბო ჩემპიონატი ტოპ14 დაიწყო.   შეხვედრებში მონაწილეობა სანაკრებო მატჩების  გამო რამდენიმე ქართველს არ მიუღია.

სასტარტო ტურში ლეგენდარულმა ქართველმა მორაგბემ მამუკა გორგოძემ გაიბრწყინა.  “ტულონის” 34 წლის ვეტერანმა მორაგბემ “აჟენთან”  ბრძოლაში დუბლი შეასრულა.

გორგოძემ შეხვედრაში პირველი ლელო მე-13 წუთზე გაიტანა.   ქართველმა მეტოქის ჩათვლის მოედანში ბურთიანად მეორედ 59-ე წუთზე შეაღწია.

მამუკა გორგოძემ მატჩი სრულად ჩაატარა.

საბოლოოდ “ტულონმა”  “აჟენი”, რომლის რიგებში  ანტონ ფეიქრიშვილი  ირჯებოდა  44:25 დაამარცხა.   ფეიქრიშვილი ბრძოლაში 47-ე წუთზე ჩაერთო.

პარიზში “რასინგ 92”-მა “ბაიონთან” 17:24 წააგო.  დედაქალაქელთა გუნდის სასტარტო შემადგენლობაში მატჩი ვასილ კაკოვინმა დაიწყო.  ქართველი ბურჯი 46-ე წუთზე შეცვალეს.  “რასინგის” კიდევ ერთ ქართველ მორაგბეს გურამ გოგიჩაშვილს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.

“კასტრისა”  და მონპელიეს”  მატჩში ქართველი მორაგბე ლუკა აზარიაშვილი მოედანზე 73-ე წუთიდან გამოჩნდა.  მისმა “მონპელიემ” კი დრამატულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით 25:26 წააგო.

ლაშა ტაბიძის “ბორდომ” “ტულუზა” 30:25  დაამარცხა.   ქართველი მორაგბე  მწვრთნელებმა  მოედანზე  56-ე წუთზე შეიყვანეს.

სასატარტო ორთაბრძოლაში გამარჯვება “კლერმონმაც”   მოიპოვა.  დავით ზირაქაშვილისა და  გიორგი ბერიას გუნდმა “ლა როშელს”28:10 სძლია.

ზირაქაშვილი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში იყო და 59-ე წუთზე შეცვალეს. გიორგი ბერია კი მოედანზე 59-ე წუთზე შევიდა.

 

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი