მთავარი საქართველოლეგიონერები “ბორჯღალოსნებმა” დრამატულ ორთაბრძოლაში სამხრეთ აფრიკის “საუზენს კინგსს” ძლიეს

“ბორჯღალოსნებმა” დრამატულ ორთაბრძოლაში სამხრეთ აფრიკის “საუზენს კინგსს” ძლიეს

ავტორი კახა მიხანაშვილი
57 ნახვა

საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა სამხრეთ აფრიკის გუნდ “საუზერნ კინგსთან” ბრწყინვალე გამარჯვება იზეიმა.

თბილისში “მიხეილ მესხის” სტადიონზე გამართულ ტესტ-მატჩში ქართველებმა პირველი ტაიმის 12-ქულიანი სხვაობით წაგების მიუხედავად 24-20 მოიგეს.

შეხვედრის საწყის წუთებში აფრიკელებმა მწვავედ შემოგვიტიეს და 12 წუთის თავზე 10-0 დაწინაურდნენ.

მე-2 წუთზე ჯარიმა აფრიკელთა გუნდის მგეზავმა სატრაკილისმა გაიტანა.
მე-6 წუთზე სიტჰოლემ ლელო დადო. გარდასახვა კი ზუსტად სატრაკილისმა დაარტყა.

10-ქულიანი ჩამორჩენის შემდეგ “ბორჯღალოსნებიც” გააქტიურდნენ და მე-15 წუთზე მიზანსაც უწიეს.
ლაშა ხმალაძის ფეხით გადაკიდებულ ბურთს გიორგი აფციაურმა მიუსწრო და მეტოქის ჩათვლის მოედანში დაამიწა 5-10.

23-ე წუთზე “საუზერნ კინგსმა” მეორე ლელო გაიტანა. საქართველოს ჩათვლის მოედანში ბურთით ამბედიანგმა შეაღწია.
გარდასახვისას სატრაკილისი კლავ უნაკლო იყო.

ტაიმი სამხრეთ აფრიკულმა გუნდმა 17-5 მოიგო.

მეორე ტაის საწყის წუთებზე სტუმრებმა ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვეს. სატრაკილისმა ეს შანსიც გამოიყენა 7-20.

ამის შემდეგ თამაშის სურათი რადიკალურად შეიცვალა.

დარჩენილ დროში “ბორჯღალოსნებმა” მობილიზება შეძლეს და აფრიკული გუნდს 3 ლელო დაუდეს.

67-ე წუთზე ქართვების რამდენიმე ფაზიან შეტევას ლელო მოჰყვა. მსაჯებმა ვიდეორეფერისთან ერთად ლელოს ნამდვილობა 5-6 წუთი არკვიეს. ბოლოს კი გიორგი მელიქიძეს ალალად გატანილი ლელო ჩაუთვალეს.
მეორე ტაიმში შეცვლაზე ფულბეკის პოზიციაზე შემოსულმა ლაშა მალაღურაძემ გარდასახვს ვერ გამოიყენა.

ქართველებმა იგრძნეს, რომ მატჩი გადარჩენა შეეძლოდ და აფრიკელებს მძლავრად შეუტიეს.
ხანგძლივმა შეტევებმა შედეგი გამოიღო და მსაჯმა სტუმართა რამდენიმე შეცდომის შემდეგ საჯარიმო ლელო ჩაგვითვალა 15-20.

მატჩის დასრულებამდე 3 წუთით ადრე საქართველოს ნაკრების ვეტერანმა მეორეხაზელმა შალვა სუთიაშვილმა გამარჯვების მომტანი ლელო გაიტანა.
ლელო ამ მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო მორაგბის მირიან მოდებაძის სოლორეიდს მოჰყვა.

გარდასახვისას ლაშა მალაღურაძემ ბურთი ძელებს შორის ზუსტად გააძვრინა.

ბოლო წუთებში აფრიკელებმა შემოგვიტიეს, თუმცა ქართვებმა თავი კარგად დაიცვეს და მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანეს.

საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა დრამატულ ორთაბრძოლაში 24-20 გაიმარჯვა და 31 აგვისტოს, შოტლანდიასთან გასამართი ბრძოლისთვის კარგი განწყობა შეიქმნა.

საქართველო 24:20 “საუზერნ კინგსი”

საქართველო: 3 ლელო – აფციაური, საჯარიმო ლელო, მელიქიძე, სუთიაშვილი
გარდასახვა: მალაღურაძე

“საუზერნ კინგსი”: 2 ლელო- სიტჰოლე, ამბადიანგი
2 გარდასახვა:სატრაკილისი
2 ჯარიმა: სატრაკილისი

საქართველო: 15. იოსებ მათიაშვილი, 14. მირიან მოდებაძე, 13. ზურაბ ძნელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. გიორგი აფციაური, 10. ლაშა ხმალაძე, 9. გიორგი ბეგაძე;

 

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი