მთავარი საქართველოეროვნული ნაკრები ლეგენდა ბრუნდება! – მამუკა გორგოძე მსოფლიოს თასზე ითამაშებს

ლეგენდა ბრუნდება! – მამუკა გორგოძე მსოფლიოს თასზე ითამაშებს

ავტორი კახა მიხანაშვილი
24 ნახვა

ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი მორაგბე მამუკა გორგოძე ეროვნულ ნაკრებში ბრუნდება და “ბორჯღალოსანთა” კვართით მსოფლიოს თასზე ითამაშებს.

ჯერჯერობით დეტალები ისევ დასაზუსტებელია, მოლაპარაკებები მამუკას გუნდ “ტულონთანაც” მიმდინარეობს, თუმცა გორგოძის ეროვნულ გუნდში დაბრუნება თითქმის გადაწყვეტილია.

რამდენიმე დღის წინ ლეგენდარულ ქართველ მორაგბეს საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძეც ესაუბრა.

მთავრობის მეთაური აცხადებს, რომ გორგოძემ მის თხოვნაზე ნაკრებში დაბრუნებასთან დაკავშირებით თანხმობა განაცხადა.

პრემიერმინისტრის მიერ ფეისბუკში გამოქვეყნებულ წერილში ვკითხულობთ:
„მეგობრებო, მრავალრიცხოვან გულშემატკივართა თხოვნა იყო, რომ მამუკა გორგოძეს მიეღო მონაწილეობა რაგბის 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. ამას დაემატა სამწუხარო ფაქტი, რომ ნაკრების რამდენიმე წამყვანი მოთამაშე მძიმედ დაშავდა.

მამუკას ვესაუბრე ამ საკითხებზე ორი დღის წინ, სადაც მან თანხმობა მითხრა მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობაზე.

დიდი მადლობა ლეგენდარულ კაპიტანს ამ გადაწყვეტილებისთვის!

ამ წუთებში მიმდინარეობს მოლაპარაკება მის კლუბთან საბოლოო დეტალების დასაზუსტებლად.

წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ბორჯღალოსნებს! #რაგბიჩვენითამაშია“ – წერს მამუკა ბახტაძე

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი