მთავარი საქართველოეროვნული ნაკრები შოტლანდიამ დიდი უპირატესობით გვაჯობა

შოტლანდიამ დიდი უპირატესობით გვაჯობა

ავტორი კახა მიხანაშვილი
56 ნახვა

საქართველოს რაგბის ნაკრებმა თბილისში “დინამო არენაზე” შოტლანდის წინააღმდეგ ტესტ-მატჩი ჩაატარა.
ეს შეხვედრა გამორჩეულის იმის გამო იყო, რომ ასეთი რანგის გუნდი ჩვენს ქვეყანას ეროვნული ნაკრების დონეზე პირველად ეწვია.

სამწუხაროდ, ბრიტანელებმა მცირე სარაგბო გაკვეთილი ჩაგვიტარეს და ანგარიშით 44:10 მოგვიგეს.

შოტლანდიელები მატჩში თავიდანვე დაწინაურდნენ.

მე-6 და მე-11 წუთებზე სტუმართა ჰავბეკმა გრეიგ ლეიდლოუმ ერთანეთის მიყოლებით ორი ჯარიმა გაიტანა 0-6.

ლელომაც არ დააყოვნა და მე-13 წუთზე ბენ ტულისმა იხეირა.
გარდასახვის გატანა გრეიგ ლეიდლოუს არ გასჭირვებია 0-13.

მე-18 წუთზე ქართველების ჩათვლის მოედანში ბურთი რორი ჰატჩინსონმა შეიტანა..
გარდასახვისას გრეიგ ლეიდლოუ ისევ ზუსტი იყო 0-20.

ქართველებმა ანგარიშის შემცირება 32-ე წუთზე მოახერხეს. ჯარიმიდან ძელებს შორის ბურთი ზუსტად გუნდის ფულბეკმა სოსო მათიაშვილმა გაიტანა 3-20.

ტაიმის ბოლო წუთზე ბრიტანელებმა ისევ შემოგბიტიეს და თავის ქულათა მარაგს კიდევ 3 ქულა შემატეს.
ლეიდლოუმ ჯარიმა გაიტანა.

პირველი ნახევარი შოტლანდიის ეროვნულმა ნაკრებმა 23-3 მოიგო.

თამაშის სურათი არც მეორე ტაიმში შეცვლილა.

46-ე წუთზე “სკოტების” გარემარბმა რორი ჰატჩინსონმა დუბლი შეასრულა. გრეიგ ლეიდლოუმ გარდასახვა ისევ გამოიყენა 3-30.

57-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა ერთადერთი ლელო დადო. მასირებული მრავალფაზიანი შეტევის შემდეგ ბურთი შოტლანდიის ჩათვლის მოედანში შეცვლაზე შემოსულმა კახა ასიეშვილმა დაამიწა.

გარდასახვა ქართველთა მგეზავმა თედო აბჟანდაძემ გაიტანა.

დარჩენილ დროში შოტლანდიელებმა კიდევ 2 გარდასახული ლელო დაგვიდეს.

ლელოები დარსი გრემმა და სკოტ გამინგსმა გაგვიტანეს. ორივე გარდასახვა კი ზუსტად ფილ რასელმა შეასრულა.

საბოლოოდ საქართველოს ნაკრები 34-ქულიანი სხვაობით დამარცხდა.

ამ გუნდების კიდევ ერთი განმეორებითი ტესტ-მატჩი  ერთ კვირაში შოტლანდიაში შედგება.

საქართველო 10:44 შოტლანდია

15. სოსო მათიაშვილი, 14. მირიან მოდებაძე, 13. ზურაბ ძნელაძე, 12. დავით კაჭარავა, 11. სანდრო თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე;

1. მიხეილ ნარიაშვილი (კაპ.), 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაური, 4. შალვა სილუთიაშვილი, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. ოთარ გიორგაძე, 7. ბექა საღინაძე, 8. ბექა გორგაძე

მარქაფა
23. თამაზ მჭედლიძე, 22. ლაშა ხმალაძე, 21. გელა აფრასიძე;
16. გიორგი ჭყოიძე, 17. კარლენ ასიეშვილი, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. გიორგი ნემსაძე, 20. ლაშა ლიმიძე
მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი
ლელო: ასიეშვილი
გარდასახვა: აბჟანდაძე
ჯარიმა” მათიაშვილი

შოტლანდია: 15. ბლერ კილჰოლმი,
ბენ ტულისი,, 14. დარსი გრემი, 13.რორი ჰაჩინსონი, 12. სემ ჯონსონი, 11. შონ მეიტლანდი, 10. ფინ რასელი, 9. გრეიგ ლეიდლოუ

1. ალან დელი, 2. სტიუარტ მაკინალი (კაპ), 3. ვილემ ნეტი, 4. ბენ ტულისი, 5. გრანტ გილქრაისტი, 6. ჯონ ბარკლეი, 7. ჰემიშ უოტსონი, 8. მეტ ფაგერსონი

მარქაფა:
16. გრანტ სტუარდი, 17.ჯეიმი ბატი, 18.ზანდერ ფაგერსონი, 19.სკოტ კუმინგსი, 20. ჯოშ სტრაუსი, 21. ალი პრისი, 22. ადამ ჰასტინგსი, 23. ჰუვ ჯონსი
5 ლელო: რორი ჰაჩინსონი (2), ბენ ტულისი, ჰეისტინგსი, გრემი
5 ლეგარდასახვა: ლეიდლოუ (3), რასელი (2)
3 ჯარიმა: ლეიდლოუ (3)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი