მთავარი მსოფლიოიტალია უხვგოლიან დრამატულ მატჩში “იუვენტუსმა” “ნაპოლის” სძლია

უხვგოლიან დრამატულ მატჩში “იუვენტუსმა” “ნაპოლის” სძლია

ავტორი კახა მიხანაშვილი
47 ნახვა

იტალიის სერია ა-ს მეორე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს ჩემპიონობის მაძიებელი  გუნდები ტურინის “იუვენტუსი” და “ნაპოლი”  დაუპირისპირდნენ.

მატჩმა მაყურებლების მოლოდინი გაამართლა.  უხვგოლიანი დრამატული ორთაბრძოლა “ბებერი ქალბატონის” გამარჯვებით 4:3 დასრულდა.  ან არა და შეხვედრის მიმდინარეობისას ტურინელები 3-0-საც კი იგებდნენ.

“იუვენტუსის”  პირველი გოლი ბრაზილიელთა კომბინაციას მოჰყვა.  დუგლას კოშტა პასი  მოედანზე ერთი წუთის წინ შესულმა დანილომ გამოიყენა.

მე-19 წუთზე იტალიის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი წინ ორბურთიანი სხვაობით გაიჭრა.   არგენტინელმა ფორვარდმა გონსალო იგუანმა ბურთი საჯარიმოშო მიიღო.  ნეაპოლელი მცველი ოსტატურად ჩამოიცილა და კარის მიმართულებით ზუსტად დაარტყა.

მეორე ტაიმში, კერძოდ 62-ე წუთზე თავისი გოლი პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა კრისტიანუ რონალდუმ გაიტანა.  მასაც საგოლე პასი ბრაზილიელმა დუგლას კოშტამ გაუკეთა.

ამის შემდეგ გონს “ნაპოლის” ფეხბურთელებიც მოეგნენ და ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს.

66-ე წუთზე პორტუგალიელი მარიო რუის ჯარიმიდან ჩაწოდებული ბურთი მეტოქის კარში თავით ბერძენმა კოსტანტინოს მანოლასმა გადაგზავნა.

68-ე წუთზე ნეაპოლელებმა სხვაობა მინიმუმამდე  დაიყვანეს.   პოლონელი პიოტრ ზელინსკის პასი მექსიკელმა ირვინგ ლოზანომ დედის რძესავით შეირგო.

81-ე წუთზე კი “ნაპოლიმ” წონასწორობა აღადგინა.   ესპანელი ხოსე კალოხონის ჯარიმიდან ჩაწოდების შემდეგ იტალიელმა ჯოვანი დი ლორენცომ იხეირა.

მატჩის ანტიგმირი “ნაპოლის” სენეგალელი მცველი კალიდუ კულიბალი გახდა.    აფრიკელმა ფეხბურთელმა მსაჯის მიერ კონპენსირებულ დროში ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

საბოლოოდ “იუვენტუსმა” 4-3 მოიგო და ჯერჯერობით ქულის დაუკარგავად სერია ა-ს ლიდერობს.

“იუვენტუსი” 4:3 “ნაპოლი”
16′ დანილო (1-0), 19′ იგუაინი (2-0), 62′ რონალდუ (3-0), 66′ მანოლასი (3-1), 68′ ლოზანო (3-2), 81′ დი ლორენცო (3-3), 90+2′ კულიბალი ა.გ. (4-3)

“მილანი” 1:0 “ბრეშია”
12′ ჩალჰანოღლუ

“ბოლონია” 1:0 “სპალი”
90+3 სორიანო

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი