მთავარი მსოფლიოგერმანია “ბაიერნმა” “მაინცი” მიწასთან გაასწორა – “დორტმუნდი” ბერლინში დამარცხდა

“ბაიერნმა” “მაინცი” მიწასთან გაასწორა – “დორტმუნდი” ბერლინში დამარცხდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
28 ნახვა

მიუნხენის “ბაიერნმა” ბუნდესლიგის მე-3 ტურის შეხვედრაში “მაინცი” არ დაინდო და 6-1 გადაუარა.

მიუნხენში “ალიანს სრენაზე” გამართულ  დაპირისპირებაში ბავარიელებმა ერთადერთი გოლი მატჩის დასაწყისში გაუშვეს.   მე-6 წუთზე “მაინცი” ჟან-პაულ ბოეტიუსმა დააწინაურა.

გაშვებული გოლის შემდეგ “ბაიერნის” ფეხბურთელები “მაინცის” წინააღმდეგ, როგორც ცხოველი სისხლის დანახვისას, ისე გაიგეშნენ და სტუმართა გუნდს კუდით ქვა ასროლინეს.

პირველ ტაიმში “ბაიერნმა” ორი გოლი იკმარა.   36-ე წუთზე ბენჟამინ პავარმა წონასწორობა აღადგინა.  ტაიმის მიწურულს კი მიუნხენელები წინ ავსტრიელმა დავიდ ალაბამ გაიყვანა.

მეორე ნახევარში გოლები ხორვატმა ივან პელიშიჩმა,  ფრანგმა კინსლი კომანმა, პოლონელმა ბომბარდირმა რობერტ ლევანდოვსკიმ და კანადელმა ალფონსო დევისმა გაიტანეს.

“ბაიერნს” განვლილი 3 ტურის შემდეგ 7 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მხოლოდ “ლაიპციგს” ჩამორჩება.

“ლაიპციგი” მოულოდნელად უდანაკარგოდ მიდის.  მათ ამჯერად “მიუხენგლადბახი” გასვლაზე 3-1 დაამარცხეს. მატჩში ჰეთთრიკი ტიმო ვერნერმა შეასრულა.

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში “უინიონთან” “დორტმუნდმა” წააგო.   “უნიონმა” ჩემპიონობის ერთ-ერთ მაძიებელ გუნდს 3-1 მოუგო.

“ბაიერნის” 6:1 “მაინცი”
6′ ბოეტიუსი (0-1), 36′ პავარი (1-1), 45′ ალაბა (2-1), 54’პელიშიჩი (3-1), 64’კომანი (4-1), 78′ ლევანდოვსკი (5-1), 80′ დევისი (6-1)

“უნიონი: 3:1 “დორტმუნდი”
22′ ბულტერი (1-0), 25′ ალკასერი (1-1), 50′ ბულტერი (2-1), 75′ ანდერსონი (3-1)

“ლევერკუზენი” 0:0 “ჰოფენჰაიმი”

“ფრაიბურგი” 1:2 “კიოლნი”
40′ კზიჩოსი ა.გ. (1-0), 52′ მოდესტე (1-1), 90+2′ სხირი (1-2)

“შალკე” 3:0 “ჰერტა”
38′ სტარკი ა.გ. (1-0), 48′ რეკიკი ა.გ. (2-0), 85′ კენი (3-0)

“ვოლფსბურგი” 1:1 “პადერბორნი”
12′ ოლივეირა-სოუზა (0-1), 56′ ბრეკალო (1-1)

“მიუხენგლადბახი” 1:3 “ლაიპციგი”
38′ 47′ ვერნერი (0-1, 0-2), 90+1 ‘ ემბოლო (1-2), 90+4’ვერნერი (1-3)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი