მთავარი მთავარი მსოფლიოს ჩემპიონმა საფრანგეთის ნაკრებმა გრიზმანის დუბლით გერმანია დრამატულ ორთაბრძოლაში დაამარცხა

მსოფლიოს ჩემპიონმა საფრანგეთის ნაკრებმა გრიზმანის დუბლით გერმანია დრამატულ ორთაბრძოლაში დაამარცხა

ავტორი კახა მიხანაშვილი
364 ნახვა

ერთა ლიგის გათამაშებაზე რამდენიმე წუთის წინ საინტერესო შეხვედრა დასრულდა.

A ლიგი პირველი ჯგუფის მატჩში პარიზში “პარკ დე ფრენსის” სტადიონზე ერთმანეთს მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი საფრანგეთი და გერმანია დაუპირისპირდნენ.

წინა შეხვედრაში ჰოლანდიის ნაკრებთან გამანადგურებელი მარცხის შემდეგ გერმანია ამ ბრძოლას ნირწამხდარი შეხვდა. მიუხედავად ამისა იოაჰიმ ლიოვის შეგირდებმა ნამდვილი გერმანული ხასიათი გამოავლინეს და მრისხანე მეტოქესთან  ბოლომდე  იბრძოლეს.

მე-14 წუთზე საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელს საკუთარ საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვდა და გერმანელთა სასარგებლოდ პენალტი დაინიშნა.

11-მეტრიანის დასარტყმელად ბურთთან მადრიდის “რეალის” ფეხბურთელი ტონი კროოსი მივიდა.  მან შანსი იდეალურად გამოიყენა 0-1.

პირველ ტაიმში მეტი გოლი აღარ გასულა.

მეორე ნახევარში ფრანგები გააქტიურდნენ და მოწინააღმდეგის კართან რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს.

62-ე წუთზე ლუკას ერნანდესის საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი თავური დარტყმით ანტუან გრიზმანმა გერმანელთა მეკარის მანუელ ნოიერის კარში გადაგზავნა 1-1.

ფრანგებმა გამარჯვების მომტანი გოლი შეხვედრის მე-80 წუთზე გაიტანეს.

გერმანელთა ცენტრალურმა მცველმა მეტ ჰუმელსმა საკუთარ საჯარიმოში ბლეის მატუიდი წააქცია.  მსაჯმა პენალტი უყოყმანოდ დანიშნა.

11- მეტრიანი დარტმა ანტუან გრიზმანმა იდეალურად შეასრულდა და საფრანგეთის ნაკრებს 3 ქულა მოუტანა.

მადრიდს “ატლეტიკოს” ფეხბურთელმა მატჩში დუბლი შეასრულა.

საბოლოოდ საფრანგეთმა ამ გამარჯვების შემდეგ 7 ქულა დააგროვა და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია. გერმანიამ კი ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლის ყველანაირი სანსი დაკარგა. იოაჰიმ ლიოვის გუნდს 3 შეხვედრის შემდეგ აქტივში მხოლოდ 1 ქულა აქვს.  მე-2 ადგილს კი 3 ქულით ჰოლანდიის ნაკრები იკავებს.

A ლიგა

1 ჯგუფი

პარიზი, “პარკ დე ფრენსი”

საფრანგეთი 2:1 გერმანია

გოლები: 14′ კროოსი პენ. (0-1), 62′ 80′ გრიზმანი (1-1,  2-1)

საფრანგეთი: ლორისი, ლუკასი, კიმპენბე, ვარანი,  პავანი, პოგბა, კანტე (90+1 ნ’ზონზი),  მატუიდი, გრიზმანი (90+1′ ნდომბელე), მბაპე (86′ დემბელე), ჟირუ

მთავარი მწვრთნელი: დიდიე დეშამი

გერმანია: ნოიერი, გინტერი (83′ ბრანდტი) სულე, ჰუმელსი, შულცი, კერერი, კიმიხი, კროოსი, სანე (75′ დრაქსლერი), ვერნერი, გნაბრი (88′ მიულერი)

  1.  საფრანგეთი 3 2 1 0 4:2 7
  2. ჰოლანდია 2 1 0 1 4:2 3
  3. გერმანია 3 0 1 2 1:5 1

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი