მთავარი საქართველოლეგიონერები ლევან შენგელია კარიერას თურქეთში გააგრძელებს

ლევან შენგელია კარიერას თურქეთში გააგრძელებს

ავტორი კახა მიხანაშვილი
69 ნახვა

თბილისის “დინამოს” 23 წლის ფეხბურთელი ლევან შენგელია
კარიერას თურქულ „ქონიასფორში“ გააგრძელებს. ამის შესახებ თურქული კლუბის ვებგვერდი იტყობინება.

შენგელია ჩვენს მეზობელ ქვეყანაში დღეს, ჩაფრინდება და კონტრაქტზე ხელს მოაწერს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ქართველი ფეხბურთელი კლუბთან 2+1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სურვილისამებრ ორი წლის შემდეგ მას გუნდის დატოვების უფლება ექნება.
კონტრაქტის თანახმად შენგელია წელიწადში 300 000 ევროს მიიღებს.
ქართველი თავდამსხმელი თურქულ კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ლევან შენგელია ეროვნულ ნაკრებში მიიწვია. ქართველი ეროვნულ გუნდს კონტრაქტის გაფორმების შემდეგ სტამბულში შეუერთდება.

სამხრეთ კორეასთან მატჩი შენგელიასთვის სადებიუტო იქნება.

ლევან შენგელია 2014-2017 წლებში.ბელგიურ “ტუბიცეში” ასპარეზობდა.

2017 წელს კი იჯარის წესით სამხრეთ კორეულ “დაჯეონ სიტიზენში” იმყოფებოდა.

შენგელია თბილისის “დინამოს” ღირსებას  წლიდან იცავდა. ლევანი მიმდინარე სეზონში შესანიშნავად თამაშობს. მან “დინამოს” მაისურით ჩატარებულ 31 მატჩში 19 გოლი გაიტანა.

„ქონიასფორს” თურქეთის სუპერლიგაში
განვლილი 3 ტურის შემდეგ 3 ქულა გააჩნია. კლუბს ამ დროისთვის 3 ფრე აქვს ნათამაშები.

თურქეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში კი გუნდი მე-13 ადგილზე იმყოფება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი