მთავარი სხვა_კრივი 8 მოკრივით ახალგაზრდულ ევროპირველობაზე

8 მოკრივით ახალგაზრდულ ევროპირველობაზე

79 ნახვა

წლევანდელ ევროპის პირველობას ახალგაზრდა მოკრივეებს შორის ბულგარეთის დედაქალაქი სოფია მასპინძლობს. დღეს მონაწილე დელეგაციების ოფიციალური მიღების ცერომინიალია გაიმართა, ხვალ წილისყრა და გახსნაა, ზეგიდან კი 10 სექტემბრის ჩათვლით მოკრივეები საჩემპიონო კონკრენციაშ ჩაებმებიან.

ასპარეზობები 10-10 წონით კატეგორიებში გაიმართება ვაჟებში და გოგონებში.

საქართველოს ნაკრებმა მწვრთნელების – შალვა დუნდუასა და გოჩა რუსიას ხელმძღვანელობით ბულგარეთს შემდეგი შემადგენლობით მიაშურა:

ლუკა კუბლაშვილი (49კგ), შალვა საჯაია (60კგ), ბაკურ ჩიქოვანი (64კგ), ივერი გრიგოლაშვილი (69კგ), გიორგი გუცაევი (75კგ), ლუკა მაჭუტაძე (81კგ), ჯუმკა ჯაიანი (91კგ) და  გიორგი კოპალიანი (+91კგ).

რაც შეეხება განრიგს:

წინასწარი ორთაბრძოლები 8 სექტემბრამდე გასტანს, ნახევარფინალებია 9-შია ჩანიშნული, ხოლო ფინალები 10-ში.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი