მთავარი საქართველოეროვნული ნაკრები მილტონ ჰეიგმა მსოფლიოს თასისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

მილტონ ჰეიგმა მსოფლიოს თასისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

ავტორი კახა მიხანაშვილი
98 ნახვა

საქართველოს რაგბის ნაკრების მთავარმა მწვრთელმა მილტონ ჰეიგმა იაპონიაში გასამართი მსოფლიოს თასისთვის ეროვნული გუნდის შემადგენლობა დაასახელა.

“ბორჯღალოსნთა” 31-კაციან განაცხადში ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი მორაგბე მამუკა გორგოძეც მოხვდა.

ნაკრებიდან წასულმა გორგოძე მსოფლიოს თასზე თამაშის გადაწყვეტილება გულშემატკივრებისა და პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის თხოვნის შემდეგ მიიღო.

ეროვნულ გუნდში ნაკრების ტრავმირებული კაპიტანი მერაბ შარიქაძემ იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციით “ბუკა” მსოფლიოს პირველობაზე სასტარტო 2 შეხვედრას გამოტოვებს.

საქართველოს ნაკრების გაცხადებულ შემადგენლობაში, როგორც გამოცდილი, ისე ახალგაზრდა მორაგბეები არიან.

მსოფლიოს თასზე მეოთხედ ლეგენდარული მამუკა გორგოძე და ჩვენ გუნდში მერაბ კვირიკაშვილთან ერთად ყველაზე მეტი, 115 კეპის მომხვეჭი ნაკრების ცენტურიონი დავით კაჭარავა გამოვლენ.

რაგბის უდიდეს ფორუმზე მესამედ ჯაბა ბრეგვაძე, ლაშა მალაღურაძე, გიორგი ნემსაძე, სანდრო თოდუა და შალვა სუთიაშვილი ითამაშებენ. იგივეს შანსი ჰქონდა ლაშა ხმალაძეს, მაგრამ მას 2015 წლის მსოფლიო თასი ტრავმის გამო გაუცდა.

31 მორაგბიდან 13 მსოფლიო თასზე ‘ნათლობას’ მიიღებს, მათგან ყველაზე ახალგაზრდა კვაჭი ვანო კარკაძეა, რომელსაც 19 წელი ახლახანს შეუსრულდა.

სულ გუნდში 17 მორკინალი და 14 ხაზის მოთამაშეა.

ეროვნული გუნდის კვართით თავის სადებიუტო ჩემპიონატს 13 მორაგბე ჩაატარებს.  ესენია: გურამ გოგიჩაშვილი, ვანო კარკაძე, ბექა გიგაშვილი, გიორგი მელიქიძე, ბექა საღინაძე, ოთარ გიორგაძე, ბექა გორგაძე, გელა აფრასიძე, თედო აბჟანდაძე, ზურაბ ძნელაძე, გიორგი კვესელაძე და სოსო მათიაშვილი.

საქართველოს შემადგენლობა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ასეთია:

შერკინება: მიხეილ ნარიაშვილი, გურამ გოგიჩაშვილი, ჯაბა ბრეგვაძე, შალვა მამუკაშვილი, ვანო კარკაძე, ლევან ჩილაჩავა, ბექა გიგაშვილი, გიორგი მელიქიძე, კოტე მიქაუტაძე, გიორგი ნემსაძე, შალვა სუთიაშვილი, ბექა საღინაძე, ლაშა ლომიძე, ოთარ გიორგაძე, გიორგი თხილაიშვილი, ბექა გორგაძე, მამუკა გორგოძე.

უკანა ხაზი: ვასილ ლობჟანიძე, გელა აფრასიძე, გიორგი ბეგაძე, ლაშა ხმალაძე, თედო აბჟანდაძე, ლაშა მალაღურაძე, ზურაბ ძნელაძე, მერაბ შარიქაძე, თამაზ მჭედლიძე, დავით კაჭარავა, გიორგი კვესელაძე, მირიან მოდებაძე, ალექსანდრე თოდუა, იოსებ მათიაშვილი.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი