მთავარი მთავარი ლეგენდარულმა იოკოძუნა ჰაკუჰომ იაპონიის მოქალაქეობა მიიღო

ლეგენდარულმა იოკოძუნა ჰაკუჰომ იაპონიის მოქალაქეობა მიიღო

ავტორი კახა მიხანაშვილი
41 ნახვა

სუმოს ისტორიაში ყველა დროის  საუკეთესო რიკიშმა მონღოლმა იოკოძუნა ჰაკუჰომ იაპონიის მოქალაქეობა მიიღო.  ამის შესახებ ინფორმაციას იაპონიის მთავრობა ავრცელებს.

ჰაკუჰომ იაპონიის მოქალაქეობაზე განაცხადი ივნისის თვეში შეიტანა, მას შემდეგ რაც მონღოლეთის შესაბამისი უწყებიდან თანხმობა მიიღო.

ჰაკუჰოს ამომავალი მზის ქვეყნის მოქალაქეობის მიღება, იმიტომ დასჭირდა, რომ კარიერის დასრულების შემდეგ სუმოში დარჩენას და მომავალი თაობების მომზადებას აპირებს.  იაპონიის სუმოს ასოციაციის წესებით თანახმად კი იმისათვის, რომ სუმოისტი ოიაკატა გახდეს იაპონიის მოქალაქეობა აუცილებელია.

ჰაკუჰო იგივე მონხბატინ დავაარჯარგალი მონღოლეთის დედაქალაქ ულან-ბატორში 1985 წლის 11 მარტს, დაიბადა.  მისი დებიუტი სუმოს პროფესიონალურ სუმოში 2001 წელს შედგა.

2007 წლის მაისიდან კი სუმოს ყველაზე მაღალ იოკოძუნას წოდებას ატარებს.

ჰაკუჰოს კარიერაში უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში  42 ბაშო აქვს მოგებული.  ერთი ბაშო კი რანგით ქვედა ჯურიოს დივიონში მოიგო.

ლეგენდარულმა მონღოლმა ბოლოს წარმატებას მიმდინარე წლის მარტის თვეში მიაღწია.  ჰაკუჰო ჰარუ ბაშოზე  ძენშო-იუშოთი გაჩემპიონდა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი