მთავარი ჭიდაობაბერძნულ-რომაული მსოფლიოსთვის თავისუფლების და ბერძენ-რომაელების გუნდები გამოცხადდა

მსოფლიოსთვის თავისუფლების და ბერძენ-რომაელების გუნდები გამოცხადდა

902 ნახვა

წლევანდელ მსოფლიოს ჩემპიონატს ჭიდაობაში ყაზახეთის დედაქალაქი ნურ-სულთანი უმასპინძლებს. ტურნირი 14 სექტემბერს დაიწყება და 22-ში დასრულდება და მასში მონაწილებას 100-მდე ქევყნის 1000-ზე მეტი ათლეტი მიიღებს მონაწილეობას.

გათამაშდება ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიებიც.

უკვე ცნობილია იმ ფალავნების ვინაობა ვინც ნურ-სულთანში საქართველოს ღირსებას დაიცავენ. ბერძნულ-რომაული ნაკრების თავკაცმა ბექა როყვამ შემდეგი ათეული დაასახელა:

ნუგზარ წუწუმია (55კგ), დავით ჩხარტიშვილი (60კგ), ლევან ქავჟარაძე (63კგ), შმაგი ბოლქვაძე (67კგ), იური ლომაძე (72კგ), გელა ბოლქვაძე (77კგ), ლაშა გობაძე (82კგ), გურამ ხეცურიანი (87კგ), გიორგი მელია (97კგ), იაკობ ქაჯაია (130კგ).

თავისუფლების დამრიგებლის გიორგი იანტბელიძის შერჩეული გუნდი კი ასეთია:

ოთარ გოგავა (57კგ), ბექა ლომთაძე (61კგ), ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (65კგ), ზურაბ იაკობიშვილი (70კგ), ავთანდილ კენჭაძე (74კგ), ნიკა კენჭაძე (79კგ), სანდრო ამინაშვილი (86კგ), ირაკლი მწითური (92კგ), ელიზბარ ოდიკაძე (97კგ), გენო პეტრიაშვილი (125კგ).

რაც შეეხება განრიგს:

ბერძენ-რომაელები ჩემპიონ-პრიზიორებს 14-17 სეექტმებერს გამოავლენენ, ხოლო თავისუფლები 19-22-ში.

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი