მთავარი მთავარი აშშ-ს ღია პირველობას ლეგენდარული როჯერ ფედერერიც დაემშვიდობა

აშშ-ს ღია პირველობას ლეგენდარული როჯერ ფედერერიც დაემშვიდობა

ავტორი კახა მიხანაშვილი
42 ნახვა

ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე “დიდი მუზარადის” ტურნირზე სენსაციები გრძელდება.

საჩემპიონო ბრძოლას ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი შვეიცარიელი როჯერ ფედერერი დამოშორდა.

38 წლის ლეგენდარულმა სპორტსმენმა აშშ-ს ღია პირველობის 1/4 ფინალში ბულგარელ გრიგორ დიმიტროვთან დრამატულ ორთაბრძოლაში წააგო.

დაპირისპირება 3 საათი და 10 წუთი გაგრძელდა. ბრძოლის მიმდინარეობისას ფედერერი სეტებში 2-ჯერ იყო წინ.
ნეიტრალური ქვეყნის წარმომადგენელმა პირველი სეტი მოიგო.
მეორე სეტში წარმატებას დიმიტროვმა უწია.
ამის შემდეგ კი ჩოგბურთელებმა კიდევ თითო-თითო სეტი მოიგეს.
გადამწყვეტ სეტში ვეტერანი 38 წლის ჩოგბურთელი უფრო დაიღალა და დიმიტროვმა ამით ისარგებლა.
საბოლოოდ ბულგარელმა ჩოგბურთელმა 5-სეტში 3-6, 6-4, 3-6, 6-4, 6-2 გაიმარჯვა.

გრიგორ დიმიტროვი “დიდი მუზარადის” ტურნირის 1/2 ფინალში გავიდა, სადაც ATP-ს რეიტინგის მე-5 ჩოგანს რუს დანილ მედვედევს დაუპირისპირდება.

მედვედევმა 1/4 ფინალში შვეიცარიელ სტან ვავრინკას დაძაბულ 4-სეტიან ბრძოლაში 7-6, 6-3, 3-6, 6-1 მოიგო.

1/2 ფინალური ორთაბრძოლა დანილ მედვედევსა და გრიგორ დიმიტროვს შორის 7 სექტემბერს, შედგება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი