მთავარი მთავარი ლეგენდარმა სერენა უილიამსმა აშშ-ს ღია პირველობის 1/2 ფინალში იოლად გააღწია

ლეგენდარმა სერენა უილიამსმა აშშ-ს ღია პირველობის 1/2 ფინალში იოლად გააღწია

ავტორი კახა მიხანაშვილი
38 ნახვა

აშშ-ს ღია პირველობის 1/2 ფინალში ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი ამერიკელი სერენა უილიამსი იასპარეზებს.

“დიდი მუზარადის” ტურნირის საუკეთესო ოთხეულში მოხვედრა 38 წლის ჩოგბურთელს არ გასჭირვებია. მან 44 წუთში ჩინელ ქიანგ ვანგს მოუგო.

უილიამსმა წარმატებას 2-სეტში მიაღწია. სერენამ აზიელ მეტოქეს 6-1, 6-0 სძლია.

აშშ-ს ღია პირველობის 6-გზის ჩემპიონი სერენა უილიამსი 1/2 ფინალში უკრაინელ ელინა სვიტოლინას დაუპირისპირდება.

სვიტოლინამ 1/4 ფინალური ბარიერი ბრიტანელ იოანა კოსტასთან ბრძოლის შემდეგ დასძლია.

უკრაინელმა ლამაზმანმა მოწინააღმდეგეს 2-სეტში 6-4, 6-4 მოუგო.

სერენა უილიამსისა და ელინა სვიტოლინას 1/2 ფინალური ორთაბრძოლა 6 სექტემბერს, არის დანიშნული.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი