მთავარი კალათბურთი პოლონეთის, ესპანეთის, არგენტინისა და სერბეთის ნაკრებებმა მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი ჯგუფური ეტაპი 100%-იანი შედეგით დაასრულეს

პოლონეთის, ესპანეთის, არგენტინისა და სერბეთის ნაკრებებმა მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი ჯგუფური ეტაპი 100%-იანი შედეგით დაასრულეს

ავტორი კახა მიხანაშვილი
41 ნახვა

ჩინეთში მიმდინარე მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატზე 8-დან 4 ჯგუფში პირველი ჯგუფური ეტაპი დასრულდა.

მეორე ჯგუფურ ეტაპზე 100%-იანი შედეგით პოლონეთის, ესპანეთის, არგენტინისა და სერბეთის ნაკრებები გავიდნენ. მასპინძელი ჩინეთის ნაკრები მსოფლიოს პირველობას გამოეთიშა.

A ჯგუფი
ამ ჯგუფსი პირველი ადილი პოლონეთის ნაკრებმა მოიპოვა. ევროპელებმა წინა ორი შეხვედრის მსგავსად ბოლო ტურის შეხვედრაშიც მოიგეს. მათ ამჯერად კოტ’დიუვარის ნაკრები 80:63 დაამარცხეს.
ვენესუელასთან წაგებული მატჩის შემდეგ მასპინძელი ჩინეთი ტურნირს პირველსავე ცდაზე დაემშვიდობა.

კოტ’დიუვარი 63:80 პოლონეთი
ვენესუელა 72:59 ჩინეთი

1. პოლონეთი 3 3 0 6
2. ვენესუელა 3 2 1 5
3. ჩინეთი 3 1 2 4
4. კოტ’დიუვარი 3 0 3 3

B ჯგუფი
ჯგუფის გადამწყვეტ შეხვედრაში არგენტინისა და რუსეთის ნაკრებები ერთმანეთს პირველობისთვის შეებნენ. სამხრეთ ამერიკელებმა დაძაბულ ბრძოლაში სლავები 69:61 დაამარცხეს.

სამხრეთ ამერიკული ნაკრებიდან გუნდს 21 ქულით მადრიდის “რეალის” კალატურთელმა ფაკუნდო კამპაზომ ულიდერა. 13-13 ქულა მარკოს დელიას და ლუიჯი სკოლას ანგარიშზეა.

რუსეთიდან კი 18 ქულით ანრეი ზუბკოვი გამოირჩა. 13 ქულა ნიკიტა ყურბანოვმა მიითვალა.

არგენტინა 69:61 რუსეთი
სამხრეთ კორეა 66:108 ნიგერია

1. არგენტინა 3 3 0 6
2. რუსეთი 3 2 1 5
3. ნიგერია 3 1 2 4
4. სამხრეთ კორეა 3 0 3 3

C ჯგუფი
ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო ესპანეთის ნაკრებმა. პირინეელებმა ირანის გუნდს მხოლოდ 8 ქულით სძლიეს.
ესპანელთაგან ყველაზე მეტი 16 ქულა “ტორონტო რეპტორსის” ცენტრმა მარკ გასოლმა მოაგროვა. 11-11 ქულაას კი თავი “დენვერს ნაგითსის” ფორვარდმა ხუანჩო ერნანგომესმა და “ბარსელონას” კალათბურთელმა ვიქტორ კლავერმა მოუყარეს.

აზიურ ნაკრებს 15 ქულა მოჰამად ჯამშიდიჯაფარაბადიმ მოუტანა. 13 ქულა მიხაელ როსტამპურის ანგარიშზეა, ხოლო მეტოქეს 10 ქულა ჰამედ ჰადადიმ ჩაუგდო.

ესპანეთი 73:65 ირანი
პუერტო რიკო 64:61 ტუნისი

1. ესპანეთი 3 3 0 6
2. პუერტო რიკო 3 2 1 5
3. ტუნისი 3 1 2 4
4. ირანი 3 0 3 3

D ჯგუფი
მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთმა მთავარმა ფავორიტმა სერბეთის ნაკრებმა იტალიის გუნდი დამაჯერებლად 15-ქულიანი სხვაობით დააამრცხა.
ბალკანელებმა მეტოქეს ოთხივე პერიოდი მოუგეს.

გამარჯვებული გუნდიდან ბრწყინვალე თამაში ბოგდან ბოგდანოვიჩმა ჩაატარა. “საკრამენტო კინგსის” გამთამაშებელმა 31 ქულა მიითვალა. 15 ქულას უწია ნიკოლა ჯოკიჩმა. 12 ქულით მიროსლავ რადულიცა გამოირჩა. სტეფან იოვიჩმა 11 ქულა მოაგროვა.

დიდებული შეხვედრა ჩაატარა “ოკლაჰომა სიტის”” კალათბურთელმა დანილო გალინარიმ. “სკუადრა აძურას” ერთ-ერთმა ლიდერმა გუნდს 26 ქულა შესძინა. “სან-ანტონიო სპურსის” გამთამაშებელმა მარკო ბელინელიმ 15 ქულის დაგროვება მოახერხა. 13 ქულა დანიელ ჰაკეტის ანგარიშზეა, ხოლო ალესანდრო ჯენტილემ 11 ქულა აიღო.

ანგოლა 84:81 ო.ტ. ფილიპინები
იტალია 77:92 სერბეთი

1. სერბეთი 3 3 0 6
2. იტალია 3 2 1 5
3. ანგოლა 3 1 2 4
4. ფილიპინები 3 0 3 3

პირველი ჯგუფური ეტაპიდან გასული გუნდები, რომლებსაც პირველ ეტაპზე აღებული ქულები მეორე ჯგუფშიც გადმოყვათ, ახალ ჯგუფებში ასე დაწყვილდნენ:

I ჯგუფი
1 არგენტინა 3/0 6
2  პოლონეთი 3/0 6
3  ვენესუელა 2/1 5
4 რუსეთი  2/1 5

J ჯგუფი
1 სერბეთი3/0 6
2 ესპანეთი 3/0 6
3 იტალია 2/1 5
4 პუერყო რიკო  2/1 5

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი