მთავარი მთავარი კანადური ზღაპარი სახელად ბიანკა ვანესა ანდრეესკუ

კანადური ზღაპარი სახელად ბიანკა ვანესა ანდრეესკუ

ავტორი კახა მიხანაშვილი
40 ნახვა

კანადელი ბიანკა ვანესა ანდრეესკუ “დიდი მუზარადის” ტურნირის 1/2 ფინალში. კარიერაში პირველად იასპარეზებს.

რუმინული წარმოშობის ჩოგბურთელმა 1/4 ფინალში ბელგიელი ელის მერტენსი დაამარცხა.

ანდრეესკუსა და მერტენსის დაპირისპირება 2 საათი და 4 წუთი გაგრძელდა.

კანადელმა 3-სეტში 3-6, 6-2, 6-3 გაიმარჯვა.

ანდრეესკუ აშშ-ს ღია პირველობის 1/2 ფინალში გავიდა. იქ კი შვეიცარიელ ბელინდა ბენჩიჩს შეერკინება.

ვანესასა და ბელინდას ბრძოლა 6 სექტემბერს, გაიმართება.

ცოტა რამ ბიანკა ვანესა ანდრეესკუს შესახებ.

ანდრეესკუ კანადის ქალაქ ტორონტოში 2000 წლის 16 ივნისს დაიბადა.

პროფესიონალ ჩოგბურთელებს შირის 2017 წლიდან გამოდის.

ბიანკა ვანესა ანდრეესკუ ამჟამად WTA-ს რეიტინგში მე-15 ადგილზე იმყოფება, რაც მის კარიერაში საუკეთესო შედეგია.

ანდრეესკუს 2-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ ტურნირებზე 2. 417. 873 აშშ დოლარი აქვს გამომუშავებული.

წელს კანადელმა ჩოგბურთელმა მონაწილეობა “დიდი მუზარადის” 2 ტურნირში მიიღო.
როლან გაროსს და ავსტრალიის ღია პირველობას ანდრეესკუ მეორე წრეში გამოეთიშა.

კანადელი აშშ-ს ღია პირველობაზე პირველად გავიდა და პირდაპირ 1/2 ფინალს უწია.

ბიანკამ გზიდან ამერიკელები ქეით ვოლინეცი და ტეილორ ტოუნსებდი, ასევე ბელგიელი კირლსტენ ფლიპკენსი, დანიელი ლამაზმანი კაროლინ ვოზნიაცკი და ზემოთნახსენები ელის მერტენსი ჩამოიცილა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი