მთავარი საქართველოეროვნული ნაკრები უხვგოლიან მატჩში საქართველო და სამხრეთ კორეა დაზავდნენ

უხვგოლიან მატჩში საქართველო და სამხრეთ კორეა დაზავდნენ

ავტორი კახა მიხანაშვილი
81 ნახვა

თურქეთის ქალაქ სტამბულში საფეხბურთო კლუბ “ბეშაქშეჰირის” ,,ფათიჰ თერიმის” სტადიონზე საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში ერთმანეთს საქართველოსა და სამხრეთ კორეის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა უხვგოლიანი გამოდგა. სტადიობზე შეკრებილმა გულშემატკივარმა ერთობ თვალსასეირო მატჩი იხილა.

საქართველოს ნაკრებმა აზიელებს პირველი ტაიმი 1-0 მოუგო.

ეს ერთადერთი გოლი ვაკო ყაზაიშვილი პასის შემდეგ ჯანო ანანიძემ გაიტანა. ანანიძემ კორეელთა კარი მოხდენილი მოჭრილი დარტყმის შედეგად აიღო.

მეორე ნახევრის სტარტზე კორეელებმა ანგარიში გაათანაბრეს. გოლი უი-ჯო ჰვანგმა “ტოტენჰემი” ფეხბურთელის ჰეუნგ-მინ სონის პასით გაიტანა.
განმეორებაზე გამოჩნდა, რომ აზიური ნაკრების ფეხბურთელი გოლის გატანის მომენტში თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა.

თურქმა მსაჯმა გოლი ჩათვალა.

გაშვებული გოლის შემდეგ ქართველებმა რამდენიმე მწვავე იერიში განახორციელეს და ანგარიშის შეცვლაც თავის სასარგებლოდ შეეძლოთ, თუმცა შეტევის დამაგვირგვინეველ ფაზაში სცოდავდნენ.
თავის მხრივ გულხელდაკრეფილნი არც კორეელები იყვნენ და მათაც რამდენიმე ხიფათი შექმნეს.

85-ე წუთზე ჟინ-სუ კიმის პასისას თავური დარტყმით უი-ჯო ჰვანგმა იხეირა. გოლის მომენტში საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველები ჩავარდნენ.

ქართველები წაგებისგან გიორგი ქვილითაიამ იხსნა. მათ თორნიკე ოქრიაშვილის გადაცემა გამოიყენა.
სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ამ ეპიზოდშიც გოლი თამაშგარედან გავიდა.

საბოლოდ მატჩი ფრედ 2-2 დასრულდა.
საქართველოს ნაკრები ევროპის შესარჩევი ტურნირის მატჩისთვის მოემზადება.

8 სექტემბერს, თბილისში დანიის ნაკრებს ვუმასპინძლებთ.

სამხრეთ კორეა 2:2 საქართველო
40′ ანანიძე (0-1), 46’85’ ჰვანგი (1-1, 2-1), 90′ ქვილითაია (2-2)

სამხრეთ კორეა: სუნგ-იუნ გუ, ჟი-სოო პარკი (46′ იუნგ-გვოკ კიმი), მინ-ჟაე კიმი, კიუნგ-ვონ კვონი, სეუნგ-ჰო პარკი (46′ ვოო-იონგ იუნგი), ჰეე-ჩანგ ჰვანგი (62′ დ.ლი), კანგინ ლი (72’ბო-კიუნგ კიმი), ჩანგ-ჰოონ კვონი, ჟი-სუ კიმი, ჟეონგ-ჰიეოპ ლი (46′ უი-ჟო ჰვანგი), ჰეუნგ-მინ სონი (62′ სანგ-ჰო ნა)
მთავარი მწვრთნელი: პაოლო ბენტო

საქართველო: მაკარიძე, კაკაბაძე, კაშია, ტაბიძე, ხარაბაძე, აბურჯანია (57′ გვილია), კიტეიშვილი (71’დაუშვილი), ანანიძე (57′ პაპუნაშვილი), დავითაშვილი (73′ საბა ლობჟანიძე), ყაზაიშვილი (80’კანკავა), ოქრიაშვილი (57′ ქვილითაია)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი