მთავარი მსოფლიოევროპის ჩემპიონატი საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის შესარჩევი ტურნირი ლიხტენშტეინის განადგურებით დაიწყო

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის შესარჩევი ტურნირი ლიხტენშტეინის განადგურებით დაიწყო

ავტორი კახა მიხანაშვილი
44 ნახვა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის შესარჩევი ტურნირში ჩაება.

გია ცეცაძის გაწვრთნილმა გუნდმა გორში “თენგიზ ბურჯანაძის” სახელობის სტადიონზე გამართულ მატჩში ლინხტენშტეინის 21-წლამდელთა ნაკრები 4:0 გაანადგურა.

ქართველებმა ჯუჯა სახელმწიფოს ნაკრებს თითო ტაიმში 2-2 გოლი გაუტანა.

30-ე წუთზე გიორგი არაბიძის პასით ანგარიში ბექა ქავთარაძემ გახსნა.

36-ე წუთზე ქართველები წინ ორბურთიანი სხვაობით გავიდნენ.
“საბურთალოს” მცველის ნიკა მალის პასით გოლი თბილისის “ლოკომოტივის” ფორვარდმა დავით სამურკასოვმა გაიტანა.

53-ე წუთზე ლინხტენშტეინელთა კარი მესამედ “ადანასპორის” ფორვარდმა გიორგი არაბიძემ აიღო.

მეტოქის განადგურებას წერტილი 70-ე წუთზე საჩხერის “ჩიხურას” ფეხბურთელმა ირაკლი ბუღრიძემ დაუსვა. მან ლუკა სილაგაძის პასი გამოიყენა.

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ევროშესარჩევში პირველი 3 ქულა მიითვალა.

ლუქსემბურგის გარდა ჩვენს ჯგუფში საფრანგეთი, სლოვაკეთი, შვეიცარია და აზერბაიჯანი არიან.

საქართველო 4:0 ლიხტენშტეინი
30′ ქავთარაძე (1-0), 36′ სამურკასოვი (2-0), 53′ არაბიძე (3-0), 70′ ბუღრიძე (4-0)

საქართველო: გუგეშაშვილი, ბერიაშვილი, ლოჩოშვილი, კობოური, მალი (61′ ლაკვეხელიანი), ნინუა (67′ კიტეიშვილი), სამურკასოვი (81′ ანდრონიკაშვილი), სილაგაძე, ქავთარაძე (60′ ბუღრიძე), არაბიძე (67′ კოხრეიძე), არველაძე

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი