მთავარი მთავარი აკი ბაშოზე ტოჩინოშინისა და გაგამარუს პირველი მეტოქეები ცნობილია

აკი ბაშოზე ტოჩინოშინისა და გაგამარუს პირველი მეტოქეები ცნობილია

ავტორი კახა მიხანაშვილი
19 ნახვა

აკი ბაშოზე პირველი ორი დღის ბრძოლების განრიგი ცნობილია.

უმაღლესი მაკუუჩი  დივიზიონის ქართველი ოძეკი ლევან გორგაძე სასტარტო ორთაბრძოლას მე-2 მაეგაშირა მონღოლ იჩინოჯოსთან ჩაატარებს.

მეორე დღეს, კი ტოჩინოშინს მოწინააღმდეგედ კიდევ ერთი მე-2 მაეგაშირა იაპონელი ასანოიამა ეყოლება.   ქართველი რიკიში სექტემბრის ბაშოზე კადობანშია ჩამდგარი.  ეს კი იმას ნიშნავს, რომ გორგაძემ ამ ბაშოზე იმისათვის, რომ ოძეკის პრესტიჟული წოდება არ დაკარგოს კაჩი-კოში ანუ დადებითი ბალანსი აუცილებლად უნდა დააფიქსიროს.

კაჩი-კოშის გასაფორმებლად კი საჭირო მინიმუმ 8 ორთაბრძოლის მოგება იქნება.

აკი ბაშოზე მონღოლი ოძეკები ლეგენდარული ჰაკუჰო, რომელმაც სულ რამდენიმე დღის წინ იაპონიის მოქალაქეობა მიიღო და კაკურიუ პირველ ორთაბრძოლებს იაპონელ რიკიშებთან ჩაატარებენ.

ჰაკუჰოს მოწინააღმდეგე პირველი მაეგაშირა ჰოკუტოფუჯი იქნება.   კაკურიუ კი ბაშოს დაწყებას გამარჯვებით კომოსუბი ენდოსთან პაექრობაში შეეცდება.

სუპერტურნირის მე-2 საშეჯიბრო დღეს, ჰაკუჰო იაპონელ კომოსუბი აბის შეერკინება. კაკურიუ კი ჰოკუტოფუჯის დაეჭიდება.

რანგით დაბალ ჯურიოს დივიზიონში მე-10 ნომრის სტატუსის მქონე ქართველი გოლიათი გაგამარუ აკი ბაშოზე გამოსვლას ჯურიოს მე-9 ნომერ კიოკუტაისეისთან შერკინებით დაიწყებს.

აკი ბაშო სტარტს 11 სექტემბერს აიღებს და ტრადიციულად 15 დღე გაგრძელდება.  ბრძოლების პირდაპირ რეპორტაჟებს ასევე ტრადიციულად   ” ქართული სუმოს ქომაგების” ფეისბუკის გვერდზე იხილავთ.

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი