მთავარი მთავარი “ბორჯღალოსნები” შოტლანდიასთან დამარცხდნენ – ქართველები მრისხანე მეტოქეს მხოლოდ ერთი ტაიმი გაუძალიანდნენ

“ბორჯღალოსნები” შოტლანდიასთან დამარცხდნენ – ქართველები მრისხანე მეტოქეს მხოლოდ ერთი ტაიმი გაუძალიანდნენ

ავტორი კახა მიხანაშვილი
76 ნახვა

ედიმბურგის “მარიფილდის” სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ერთმანეთის პირისპირ მასპინძელი შოტლანდიისა და საქართველოს ნაკრებები შეიბნენ.

ქართველებმა მრისხანე მეტოქეს წინააღმდეგობა, მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწიეს.   მეორე ნახევარში კი ბრიტანელებმა თამაშის ხარისხი გამოასწორეს და დიდი ანგარიშით 36:9 მოიგეს.

შოტლანდიის ნაკრებმა განსაკუთრებით ბოლო 20 წუთში იაქტიურა და ლელოების ნახევარიც ამ დროში გაიტანეს.

ბრიტანელებმა პირველი ლელო მე-17 წუთზე დადეს.  შოტლანდიელთა გარემარბმა დარსი გრემმა სოლო რეიდი წამოიწყო და გზად რამდენიმე ქართველი ჩამოიტოვა.  ხელდახელ გათამაშებული კომბინაციის შემდეგ ლი პრაისმა ქართველების ჩათვლის მოედანში ბურთი დაამიწა.  გარდასახვა ადამ ჰასტინგსმა ვერ გაიტანა.

მე-20 წუთზე ქართველებმა ანგარიში შეამცირეს.  მგეზავმა თედო აბჟანდაძემ ჯარიმა ზუსტად დაარტყა 5-3.

23-ე წუთზე შოტლანდიის ნაკრებმა მეორე ლელო გაიტანა.   ამჯერად თავი გუნდის ფულბეკმა ბლერ კინგჰორნმა გამოიჩინა.  გარდასახვა ადამ ჰასტინგსმა ისევ ვერ გამოიყენა.

26-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვა.   ანგარიში 3 ქულით თედო აბჟანდაძემ გაქვითა.

30-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთხელ იყოჩაღა და ჯარიმა მოიპოვა.   თედო აბჟანდაძემ ბურთი ძელებს შორის ამჯერადაც ზუსტად გააძვრინა და ანგარიში მინიმუმამდე დაიყვანა 9-10.

33-ე წუთისთვის 10 წუთით კაპიტნის გარეშე დავრჩით. მსაჯმა შერკინებაში წესების დარღვევის გამო მიხეილ ნარიაშვილი გაგვიძევა.  საბედნიეროდ, იმავე ეპიზოდში შოტლანდიელთა ბურჯი გორდონ რიდი გაასირბინეს.

ტაიმი “სკოტებმა” 10-9 მოიგეს.

მეორე ტაიმი თანაბარ ორთაბრძოლაში დაიწყო.  ქართველები მრისხანე მეტოქეს ტოლს არ უდებდნენ.

მიუხედავად, ამისა 50-ე წუთზე  შოტლანდიის ნაკრებმა რიგით მესამე ლელო დაგვიდო.   ლელოს ავტორი სემ ჯონსონი გახდა.  ადამ ჰასტინგსმა ნავსი გატეხა და პირველი გარდასახვა გაიტანა 17:9.

53-ე წუთზე აბჟანდაძეს კიდევ ერთი ჯარიმის გატანის შანსი მიეცა, თუმცა რთული პოზიციიდან მიზანს ვერ უწია.

69-ე წუთზე მატჩის ერთ-ერთმა საუკეთესო მორაგბემ დარსი გრემმა თავისი ლელოც გაიტანა.  ბრიტანელებმა ლელომდე რამდენიმე ფაზიანი შეტევა მოაწყვეს 22-9.

ორ წუთში შოტლანდიამ მორიგი ლელო დაგვიდო.   ქართველმა შეცდომის შემდეგ ხაზი სათადარიგო ჰავბეკმა ჯორჯ ჰორნმა გაჭრა და ბურთი ჩვენი გუნდის საჯარიმოში დაამიწა. გარდასახვა ასევე ლელოს ავტორმა გამოიყენა 29:9.

76-ე წუთზე შოტლანდიელთა უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა.  ჩვენი ნახევრიდან ბურთი ვერ გამოვიტანეთ და ხელთ პიტ ჰორნის ჩავუგდეთ. მან კი საჩუქარი შეირგო.  გარდასახვისას ზუსტი ჯორჯ ჰორნი იყო 36:6.

საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა  27-ქულიანი სხვაობით 36:9  წააგო.  თამაშის სურათიდან გამომდინარე ასეთი დიდი ანგარიშით წაგებას არ ვიმსახურებდით.   უფრო ძლიერმა გუნდმა შოტლანდიამ  ბოლო 20  წუთში დიდი უპირატესობა მოიპოვა და ქართველებმა მათ იერიშებს ვერაფერი დაუპირისპირეს.

შოტლანდიასთან ორი ტესტ-მატჩი საქართველოს სამომავლოდ მსოფლიოს თასზე აუცილებლად წაადგებათ.  მილტონ ჰეიგის სამწვრთნელო შტაბი ამ მატჩებისგან დასკვნებს გამოიტანს და შეცდომების გამოსწორებაზე იმუშავებს.

ედიმბურგი, “მარიფილდი”

შოტლანდია 36:9  საქართველო

შოტლანდია:  15. ბლერ კინგჰორნი, 14. ტომი სიმორი, 13. დანკან ტეილორი, 12. სემ ჯონსონი, 11. დარსი გრემი, 10. ადამ ჰასტინგსი, 9. ლი პრაისი;

1. გორდონ რიდი,  2. ჯორჯ თერნერი, 3. ზანდერ ფაგერსონი, 4. სკოტ კამინგსი, 5. ჯონი გრეი, 6. რაიან უილსონი (კაპიტანი), 7. ჯეიმი რიჩი, 8. ბლეიდ ტომფსონი

მარქაფა
23. კრის ჰარისი,  22.  პიტ ჰორნი, 21. ჯორჯ ჰორნი;
16. გრანტ სტუარტი, 17.  ალან დელი, 18. საიმონ ბერგჰანი, 19. ბენ ტულისი, 20.  მაგნუს ბრედბერი
6 ლელო: ლი პრაისი, კინგჰორნი, ჯონსონი, გრემი, ჰორნი
3 გარდასახვა: ჰასტინგსი, ჯორჯ ჰორნი (3)

საქართველო:   15. სოსო მათიაშვილი, 14. ზურაბ ძნელაძე, 13. დავით კაჭარავა, 12. ლაშა მალაღურაძე, 11. მირიან მოდებაძე, 10. თედო აბჟანდაძე, 9.ვასილ ლობჟანიძე;

მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. კოტე მიქაუტაძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. გიორგი თხილაიშვილი, 8. ბექა გორგაძე
მარქაფა
23. გიორგი კვესელაძე, 22. თამაზ მჭედლიძე, 21. გელა აფრასიძე;
16. ვანო კარკაძე, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. გიორგი მელიქიძე, 19. ლაშა ლომიძე, 20. ბექა საღინაძე
3 ჯარიმა: აბჟანდაძე (3)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი