მთავარი მსოფლიოევროპის ჩემპიონატი უხვგოლიან მატჩში ჰოლანდიამ გერმანიას სძლია

უხვგოლიან მატჩში ჰოლანდიამ გერმანიას სძლია

ავტორი კახა მიხანაშვილი
42 ნახვა

ევროპის შესარჩევი ტურნირის C ჯგუფის ცენტრალურ მატჩში ჰამბურგში ერთმანეთს გერმანია და ჰოლანდია დაუპირისპირდნენ.

ორთაბრძოლა სანახაობრივი და დრამატული აღმოჩნდა.   ამ მატჩის ცქერისგან გულშემატკივარმა დიდი სიამოვნება მიიღო.

შეხვედრაში 6 გოლი გავიდა.  ჰოლანდიელებმა სტუმრად 4:2 გაიმარჯვეს.

პირველ ტაიმში ერთადერთი გოლი მე-6 წუთზე  გერმანიის ნაკრებისა და მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველმა სერჟ გნაბრიმ გაიტანა.

ნიდერლანდთა სამეფოს ნაკრებმა ანგარიში 59-ე წუთზე გაათანაბრა.  რაან ბაბელის პასი “აიაქსის” ფეხბურთელმა ფრენკი დე იონგმა საჯარიმოში მიიღო. იქ კი ერთი გერმანელი ოსტატურად ჩამოიცილა და ბურთიც მეტოქის კარის ბადეში გაახვია.

66-ე წუთზე წინ ისევ ჰოლანდიელებბი გავიდნენ.  გერმანელთა საჯარიმოში შექმნილი არეულობის შემდეგ ბურთი საკუთარ კარში ჯონათან ტაჰმა შეაგდო.

73-ე წუთზე გერმანიის ნაკრებმა წონასწორობა აღადგინა.   ტონი კროოსმა პენატი გაიტანა. 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა მატის ლე ლიხტის საჯარიმოში ბურთის ხელზე მოხვედრას მოჰყვა 2-2.

79-ე წუთზე ჰოლანდიის ნაკრები დაწინაურდა.  “ლივერპულის” ნახევარმცველის ჟორჟინიო ვიინალდუმის პასი დონიელ მალენმა შეირგო.

შეხვედრაში ბოლო გოლი მსაჯის მიერ კონპენსირებულ დროში თავად ჟორჟინიო ვიინალდუმმა მემფის დეპაის პასით გაიტანა.

C ჯგუფში გერმანიის ნაკრებს 4 შეხვედრა აქვს გამართული და 9 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება.  ჰოლანდია კი 3 თამაშიდან 6 ქულით მე-3 პოზიცაზე არის დამკვიდრებული.  ჯგუფს კი 100%-იანი მაჩვენებლით ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრები ლიდერობს.  ბრიტანელებს 12 ქულა გააჩნიათ.

C ჯგუფი
ესტონეთი 1:2 ბელარუსი
48′ ნაუმოვი (0-1), 54′ სორგა (1-1), 90+2′ სკავიში (1-2)

გერმანია 2:4 ჰოლანდია
6′ გნაბრი (1-0), 59′ დე იონგი (1-1), 66′ ტაჰი ა.გ. (1-2), 73′ კროოსი პენ. (2-2), 79′ მალენი (2-3), 90+2′ ვიინალდუმი (2-4)

  1. ჩრდილოეთ ირლანდია 4  4 0 0 7:2  12
  2. გერმანია  4  3 0 1 15:6 9 
  3. ჰოლანდია  3  2  0 1  10:5 6
  4. ბელარუსი 5 1 0 4 3-10 3
  5. ესტონეთი 4 0 0 4 2:14 0

E ჯგუფი
უელსი 2:1 აზერბაიჯანი
26′ ფაშაევი ა.გ. (1-0), 59′ ემრელი (1-1), 84′ ბეილი (2-1)

სლოვაკეთი 0:4 ხორვატია
45′ ვლასიჩი (0-1), 46′ პერისიში (0-2), 72′ პეტკოვიჩი (0-3), 89′ ლოვრენი (0-4)

  1. უნგრეთი 4 3 0 1 6:4 9
  2. ხორვატია 4 3 0 1 9:4 9
  3. უელსი 4 2 0 2 4:4 6
  4. სლოვაკეთი 4 2 0 2 6:4 6
  5. აზერბაიჯანი 4 0 0 4 4:12 0

G ჯგუფი
ავსტრია 6:0 ლატვია
7′ არნაუტოვიჩი (1-0), 13′ ზაბიტცერი (2-0), 53′ არნაუტოვიჩი (3-0), 76′ სტეინბორსი ა.გ. (4-0), 80′ ლაიმერი (5-0), 85′ გრეგორიჩი (5-0)

სლოვენია 2:0 პოლონეთი
35′ სტრუნა (1-0), 65′ სპორარი (2-0)

  1. პოლონეთი 5 4 0 18:2 12 
  2. ავსტრია 5 3 0 2 13:6 9 
  3. სლოვენია 5 2  2 1 9:3 8
  4. ისრაელი 5 2 2 1 9:8 8
  5. ჩრდილოეთ მაკედონია 5 1  2 2 6:8 5
  6. ლატვია 5 0 0 5 1:19 0
I ჯგუფი

კვიპროსი 1:1 ყაზახეთი
2′ შჩეტკინი (0-1), 39′ სოტირიუ (1-1)

სან მარინო 0:4 ბელგია
43′ ბატშუაი (0-1), 57′ მერტენსი (0-1), 63′ ჩადლი (0-3), 90+2′ ბატშუაი (0-4)

შოტლანდია 1:2 რუსეთი
11′ მაკგრინი (1-0), 40′ ძიუბა (1-1), 59′ ო’დონელი ა.გ. (1-2)

    1. ბელგია 5 5 0 0 15:1 15
    2. რუსეთი 5 4 0 1 17:4 12
    3. ყაზახეთი 5 2 1 2 8:8 7
    4. შოტლანდია 5 2 0 3 5:9 6
    5. კვიპროსი 5 1 1 3 7:6 4
    6. სან მარინო 5 0 0 5 0:24 0

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი