მთავარი კალათბურთი საქართველოს ჩემპიონი მომავალ სეზონში “ცხუმ-აფხაზეთის” სახელით იასპარეზებს

საქართველოს ჩემპიონი მომავალ სეზონში “ცხუმ-აფხაზეთის” სახელით იასპარეზებს

ავტორი კახა მიხანაშვილი
35 ნახვა

საქართველოს 2018-2019 წლის ჩემპიონი საკალათბურთო კლუბი “დელტა” მომავალ სეზონში სუპერლიგაში ახალი სახელით იასპარეზებს.  გუნდს ამიერიდან “ცხუმ-აფხაზეთი” დაერქმევა.

კლუბში აცხადებენ, რომ მათთვის დიდი პატივია საქართველოს ისტორიული და განუყოფელი ნაწილის   აფხაზეთის სახელით საქართველოს ეროვნულ საკალათბურთო ჩემპიონატ სუპერლიგაში ასპარეზობა.

საკალათბურთო კლუბი “დელტა” 2016 წელს დაარსდა.  2016-2017 წლის სეზონში, სუპერლიგის საგზური მოიპოვა.

2018-2019 წლებში საქართველოს ჩემპიონის  ტიტული დაისაკუთრა.   იმავე წელს დუდუ დადიანის მემორიალის გამარჯვებული გახდა, ასევე  საქართველოს თასის 1/2 ფინალში და ქორქია-საკანდელიძის მემორიალის ფინალშიც ითამაშა.

კლუბის პრეზიდენტი ირაკლი შარვაძე აცხადებს, რომ გუნდი “ცხუმ-აფხაზეთი” წარმატებების მოსაპოვებლად როგორც საქარველოში ისე საერთაშორისო ტურნირებზეც იბრძოლებს.

 

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი