მთავარი საქართველოეროვნული ნაკრები მილტონ ჰეიგი: ,,ნაკრების პროგრესისთვის აუცილებელია ,,ფრანჩაიზის”  შექმნა, რომელიც კვირიდან კვირამდე ძლიერ ჩემპიონატში ითამაშებს”

მილტონ ჰეიგი: ,,ნაკრების პროგრესისთვის აუცილებელია ,,ფრანჩაიზის”  შექმნა, რომელიც კვირიდან კვირამდე ძლიერ ჩემპიონატში ითამაშებს”

ავტორი კახა მიხანაშვილი
39 ნახვა

შოტლანდიისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების ტესტ-მატჩი “ბორჯღალოსანთა” მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ისაუბრა.

საქართვეელოს ახალზელანდიელი თავკაცი აცხადებს, რომ შოტლანდიის მატჩებისგან მივიღეთ ის, რაც მსოფლიო თასის წინ, გასახურებელ მატჩებში გვჭირდებოდა.

ჰეიგი ფირქობს,  რომ ნაკრების პროგრესისთვის აუცილებელია ,,ფრანჩაიზის”  შექმნა, რომელიც კვირიდან კვირამდე ძლიერ ჩემპიონატში ითამაშებს.

მილტონ ჰეიგი:  ,,ტიერ1-ის გუნდთან ზედიზედ ორი თამაში, მორაგბეებისთვის ძალიან კარგი შესაძლებლობაა. ჩვენ მეტი ასეთი შესაძლებლობა გვჭირდება, რათა მეტად გავიზარდოთ. თამაშის პირველ ნახევარში უკეთ ვითამაშეთ და ეს ანგარიშზეც აისახა. მიმაჩნია, რომ შოტლანდიამ ფიზიკურად ვერცერთ მატჩში ვერ გვაჯობა. უბრალოდ, ისინი გადაწყვეტილებებს ჩვენზე უკეთ ასრულებდნენ, განსაკუთრებით მეორე ტაიმში. მეტოქის შეტევა ბევრად უკეთესი იყო და ქულებს იღებდა. ეს სწორედ ისაა, რაც მსოფლიო თასის წინ, გასახურებელ მატჩებში გვჭირდებოდა.

გამოცდილებისთვის ეს თამაშები ძალიან კარგი იყო, მაგრამ განვითარებისთვის ჩვენ გვჭირდება ,,ფრანჩაიზის” შექმნა, რომელიც  მაღალი დონის გუნდებთან რეგულარულად ითამაშებს. ნაკრების ის ბიჭები, რომლებიც საქართველოში თამაშობენ, უდიდეს გამოცდილებას შეიძენენ. წარმოიდგინეთ რამდენად დიდი იქნება გაუმჯობესება, თუ ისინი კვირიდან კვირამდე მაღალი დონის მატჩებს ჩაატარებენ. ,,ფრანჩაიზის” სახით დიდ ტურნირებში მონაწილეობით, ყველა ვითარდება. მაგალითად შოტლანდიელები, რომელთაც უდიდესი გამოცდილება აქვთ, მუდმივად ახერხებდნენ წნეხის შექმნას. ჩვენ ვუტევდით, ფაზებს ვკინძავდით, ამ დროს პატარა შეცდომას ვუშვებდით და გონზე რომ მოვდიოდით, უკვე კარს უკან ვიდექით გარდასახვის მოლოდინში და იმაზე ვფიქრობდით, რატომ მოხდა ასე. “- აცხადებს მილტონ ჰეიგი.

საქართველოს ნაკრები  შოტლანდიიდან პირდაპირ იაპონიაში გაემგზავრება,  სადაც 20 სექტემბერს, მსოფლიო თასი  დაიწყება.

“ბორჯღალოსნები” პირველ მატჩს 23 სექტემბერს, უელსის ნაკრებთან გამართავენ.

29 სექტემბერს ურუგვაის ნაკრებს შევერკინებით.  3 ოქტომბერს ფიჯის გუნდთან გამარჯვებას შევეცდებით. ჯგუფურ ეტაპს კი 11 ოქტომბერს,  ავსტრალიასთან ჯახით დავასრულებთ.

წყარო: rugby.ge

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი